ავტორი:

მარნეულში „გორგიას“ ახალი, მეშვიდე ფილიალი გაიხსნა, რომელშიც 60-მდე ადგილობრივი მოსახლე დასაქმდა

მარნეულში „გორგიას“ ახალი, მეშვიდე ფილიალი გაიხსნა, რომელშიც 60-მდე ადგილობრივი მოსახლე დასაქმდა

მარნეულში ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგიას“ რიგით მეშვიდე ფილიალი გაიხსნა. ფილიალი განთავსებულია 8000 მ2-ზე და მასში 10000-მდე პროდუქციაა წარმოდგენილი, როგორც სამშენებლო-სარემონტო, ასევე საყოფაცხოვრებო ტიპის. ჯამში განხორციელებულია 1 მილიონამდე ლარის ინვესტიცია და დასაქმებულია 60-მდე ადგილობრივი მოსახლე.

გახსნის ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს კომპანია „გორგიამ“ ფურშეტითა და ტორტით უმასპინძლა. ღონისძიებას ჰიპერმარკეტის წარმომადგენლები და მარნეულის მთავრობის ოფიციალური პირები დაესწრნენ.

როგორც „გორგიას“ დამფუძნებელმა გია გორგოშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კომპანიის ძირითადი აქცენტი რეგიონებში ადამიანებისთვის კომფორტის შექმნაა.

„გორგიას“ ძირითადი აქცენტია, რეგიონებში კომფორტი შეუქმნას ადამიანებს, ერთ სივრცეში მოათავსოს ყველა სამშენებლო მასალა, იაფი ფასითა და მაღალი ხარისხით. ჩვენ ეს უკვე მოვახერხეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, რომელთა რიცხვს დღეს მარნეულელიც მიემატა. ამის პარალელურად, „გორგია“ ზრუნავს, დაასაქმოს რაც შეიძლება მეტი ადამიანი და რაც მთავარია, განავითაროს თითოეული თანამშრომელი. მარნეულის ფილიალში დაახლოებით 100 ადამიანი დასაქმდა და მილიონამდე ლარის ინვესტიცია ჩაიდო. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გაგრძელება და მეტი განვითარება აუცილებლად მოჰყვება“- განაცხადა გია გორგოშაძემ.

მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაურ ტაბატაძემ აღნიშნა, რომ ფილიალის გახსნას მუნიციპალიტეტისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ჩვენს მუნიციპალიტეტში ნამდვილად საზეიმო დღეა, რადგან საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია თავის ფილიალს ხსნის და ეს ნამდვილად მისასალმებელია. გარდა იმისა, რომ მუნიციპალიტეტში ინვესტიცია შემოვიდა, „გორგიას“ გახსნა ძალიან დიდი მნიშნველობის არის იმ თვალსაზრისითაც, რომ რეგიონში 60 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 6 ათეულ ოჯახს მუდმივი შემოსავლის წყარო გაუჩნდა. ვისურვებდით, კიდევ ბევრ ასეთ წარმატებული კომპანიას დაეწყოს ოპერირება ჩვენს რეგიონში და რაც ჩვენზე, მერიაზე იქნება დამოკიდებული, იმ მხრივ ყოველთვის მხარში დავუდგებით მათ განვითარებასა და მათი პრობლემების მოგვარებას“- განაცხადა ზაურ ტაბატაძემ.

„დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან მარნეულში ჰიპერმარკეტი „გორგიას“ ახალი ფილიალი გაიხსნა. ეს ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად კომფორტის მომტანიც იქნება ჩვენი რეგიონისთვის, რადგან ერთ სივრცეში მოთავსებულია როგორც სამშენებლო, ასევე საყოფაცხოვრებლო პროდუქცია. ჩვენ „გორგიას“ მომავამა კონსულტანტებმა ძალიან ბევრი ტრენინგი და კურსი გავიარეთ, რათა მომხმარებელს სწორი და მაღალი ხარისხიანი მომსახურება მივაწოდოთ“- აღნიშნა „გორგიას“ თანამშრომელმა მარნეულში, თამუნა სამხარაძემ.

„გორგია“ საქართველოში ყველაზე დიდი და ყველაზე იაფი სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტია, რომელიც აერთიანებს 7 ჰიპერმარკეტს საქართველოს ტერიტორიაზე და დაახლოებით 50 000 დასახელების სხვადასხვა პროდუქციას. „გორგიას“ ფილიალებში სულ 1 600-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. „გორგია“ არის ადგილი, სადაც მომხმარებელს ერთ სივრცეში შეუძლია, აარჩიოს მისთვის სასურველი ნებისმიერი ფასისა თუ ხარისხის პროდუქტი, თან მიიღოს კომპეტენტური რჩევები კონსულტანტებისგან.

სემეკი ქოლ-ცენტრის (16 216) მომსახურების საათებს ზრდის

"რომპეტროლ საქართველო“ COVID-19-თან დაკავშირებით მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა

Wolt ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს!