ავტორი:

Menu.ge - მიტანის სერვისში ლიდერი კომპანია, რომელიც ხარისხს მე-5 წელია ინარჩუნებს

Menu.ge - მიტანის სერვისში ლიდერი კომპანია, რომელიც ხარისხს მე-5 წელია ინარჩუნებს

ჰამბურგერი, პიცა, ხინკალი, ხაჭაპური, ნამცხვარი, ყავა, - ეს იმ პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც Menu.ge-ს მეშვეობით რამდენიმე წუთში სახლიდან თუ სამსახურიდან გაუსვლელად მიიღებთ.

მე-5 წელია, ეს სერვისი ბევრი ჩვენგანის ერთ-ერთ საუკეთესო დამხმარე საშუალებად გვექცა, როცა სტუმრებს ველოდებით, მაგრამ კერძების მომზადების დრო არ გვაქვს, სამსახურიდან ლანჩზე გასვლას ვერ ვახერხებთ ან უბრალოდ, გვსურს, დასვენების დღე სახლში გავატაროთ.

საჭმლის გამოძახების სერვისი ჩვენს ქვეყანაში Menu.ge-მ დანერგა. 5 წლის წინ, პროდუტების აპლიკაციით გამოძახების სერვისს ჯერ კიდევ სკეპტიკურად ვუყურებდით, თუმცა Menu.ge ცდილობდა, ჩვენი ნდობა მოეპოვებინა. მართლაც, თავდაუზოგავი მუშაობისა და განვითარებაზე ზრუნვის მეშვეობით, კომპანიამ შეძლო და მომსახურება ისე სრულყო, რომ მის სანდოობასა და ოპერატიულობაში ეჭვი აღრავის ეპარება. მას შემდეგ, რაც Menu.ge-ს სერვისი პოპულარული გახდა, ბაზარზე კომპანიას კონკურენტებიც გამოუჩნდნენ. ამჟამად არსებული ვითარება კი ცხადყოფს, რომ საჭმლის გამოძახების სერვისი ძალიან პოპულარული და მოთხოვნადია.

ჩვენ დავგნერგეთ ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე - უფასო მიტანა 3 კილომეტრის რადიუსში. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ მომხმარებელმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს და მიტანის სერვისი უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

იმის გასარკვევად, თუ როგორ შეძლო Menu.ge-მ მომხმარებლის ნდობა მოეპოვებინა და ლიდერის პოზიცია შეენარჩუნებინა, AMBEBI.GE კომპანიის დირექტორს თამარ არევაძეს ესაუბრა.

როდესაც Menu.ge ბაზარზე გამოჩნდა, თქვენს სფეროში ფაქტობრივად, პიონერები იყავით, რა სირთულეების გადალახვა მოგიწიათ?

Menu.ge საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. ამ პერიოდში მსგავსი ონლაინ-სერვისები საქართველოში ჯერ კიდევ წარმოუდგენელი იყო. იყო დრო, როცა დღეშო 100 და 200 შეკვეთა უზარმაზარი მაჩვენებლად ითვლებოდა. იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც დღემდე აქტუალურია. ეს თავისთავად, აპლიკაციების მიმართ და ვებ-გვერდების მიმართ საკმაოდ დაბალი ნდობაა. დღეს რომ ყოველი მეორე რაიმეს ინტერნეტით იწერს, 5 წლის წინ ეს ფაქტობრივად, წარმოუდგენელი იყო, რადგან ადამიანები ინტერნეტის მეშვეობით რაიმეს შეძენის მიმართ ნდობას არ იჩენდნენ. ასევე, სირთულეს ქმნის სტერეოტიპი, რომ სახლში საჭმლის სახლში მომზადება, იაფი და უფრო ეფექტურია. ეს სტერეოტიპი დღემდე ბოლომდე ვერ დავძლიეთ, თუმცა მაინც ძალიან დიდი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული. მოკლედ, Menu.ge 5 წლის წინ რამდენიმე თანამშრომლითა და ათეულობით შეკვეთით დაწყებული ბიზნესი იყო, რომელმაც გაამართლა.

როგორ შეძლო კომპანიამ ასეთი პოპულარობის მოპოვება და განვითარება?

პოპულარობის მოპოვება სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმამ განაპირობა. უფრო კონკრეტულად კი, სწორმა მარკეტინგმა. ვცდილობდით, მოსახლეობისთვის გვეჩვენებინა, რომ სინამდვილეში, საკვების მიტანით, არამარტო დრო, არამედ ფულიც იზოგება. ამისათვის ჩავუშვით გადაცემა „იუთუბზე“ – „ზურიკოა მოსული“. ასევე, ადამიანებს ვარწმუნებდით, რომ კურიერად მუშაობა სირცხვილი არ არის. თავდაპირველად, ეს ძალიან დიდი პრობლემა იყო. ამ პრობლემის დასაძლევად, შევქმენით პორტალი dasaqmdi.aq და ამ თემატიკაზე ვიდეო კონტენტიც გავაკეთეთ. ამ ნაბიჯებმა შესაბამისი შედეგები მოიტანა, რის შემდეგაც მოხდა ყველაზე მნიშვნელოვანი - „ფუდ პანდას“ შეძენა და ბაზარზე სრული ლიდერობის მოპოვება.

რამდენად მოთხოვნადია ჩვენს ქვეყანაში საკვების გამოძახების სერვისი და რა წვლილი შეიტანა Menu.ge-მ ან სფეროს განვითარებაში?

დღეს, საკვების გამოძახება ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა, გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ ლომის წილი ამ მიმართულებით ჩვენ კომპანიას ეკუთვნის. ამჟამად უამრავი კონკურენტი გგვყავს, თუმცა ბაზარი ამ კონკურენტებისთვის ზუსტადაც, რომ ჩვენ შევქმენით. რა თქმა უნდა, არავინ დავობს, რომ თითოეული კომპანიის მეშვეობით ბაზარს ახალი კომპანიები ემატება, თუმცა, პირველი ნაბიჯების გადადგმა ყოველთვის ყველაზე რთულია. ზუსტად ეს გააკეთა Menu.ge-მ.

რა არის თქვენი მომსახურების ხარისხის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი?

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ Menu.ge ერთი ოჯახივითაა. ყველა გამოწვევა და პრობლემა თითოეულ თანამშრომელს ეხება და მათ გადაჭრაში ყველა ვიღებთ მონაწილეობას. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ჩვენს მომხმარებლებს მაქსიმალურად გულისყურით მივუდგეთ. ამის გამო, ყველა პრობლემის გადაჭრა ხდება მისი ინტერესებიდან გამომდინარე ხდება. მაშინაც კი, როცა ვხედავთ, რომ პრობლემა არც ჩვებგან და არც რესტორნისგან არ არის გამოწვეული, სრულ პასუხისმგებლობას მაინც ჩვენს თავზე ვიღებთ. ასევე ისიც, რომ ძალიან კვალიფიციური გუნდი დგას ამ საქმეების უკან.

განვითარდით და მომხმარებელს ხარისხიან მომსახურებას სთავაზობთ, თუმცა როგორ ახერხებთ აღნიშნული ხარისხის შენარჩუნებას?

ყოველდღიური განვითარება - ესაა ჩვენი დევიზი. ვიცით, რომ შეიძლება, რაღაცები მოკლე დროში შეიძლება, არ გამოგივიდეს, ან ძალიან ბევრი რამ გვქონდეს დასახვეწი, თუმცა ცდის გარეშე, არაფერი გამოდის.ხარისხის შენარჩუნება ხდება ყოველდღიურად აღმოჩენილი ხარვეზების გამოსწორებითა და განვითარებისთვის მუშაობით.

ბაზარი დღითი დღე ვითარდება, 5 წლის წინ თუ მხოლოდ Menu.ge ოპერირებდა, ახლა არაერთი კომპანია გამოჩნდა. როგორ შეხვდით ამ გამოწვევას?

კონკურენცია წარმოუდგენლად მაღალია, თუმცა ჩვენთვის ეს ახალი შესაძლებლობა უფროა, ვიდრე წუხილი. ამას აღვიქვამთ, როგორც ბაზრის ზრდას და გვიხარია, რომ ასეთი დიდი გზა გავკვალეთ. ჩვენ თანმიდევრულად ვვითარდებით და ჩვენს რიტმს მივყვებით. ყოველდღიურად ვცდილობთ, ჩვენს მომხმარებელს სიახლეები შევთავაზოთ. ასეთი სიახლეებია, მაგალითად, უკვე ჩაშვებული დრონით მიტანის სერვისი, რომელიც სრულად ამოქმედდება მას შემდეგ, რაც საავიაციო სააგენტოსთან ყველაფერს შევათანხმდებთ. ასევე, „მენიუ ბოტი“ - ეს არის „მესენჯერ ბოტი“, რომლის მეშვეობითაც შეკვეთის გაკეთება „ფეისბუქიდან“ გაუსვლელად არის შესაძლებელი.

რა სამომავლო გეგმები აქვს კომპანიას?

წინ ბევრი სიახლეა. ივნისის შუა რიცხვებიდან ჩვენი აპლიკაცია სრულად განახლდება და აბსოლუტურად ავტონომიური და დამოუკიდებელი იქნება. ეს კიდევ უფრო შეამცირებს მიტანის დროს და გაზრდის ხარისხს. ვფიქრობთ, რომ ზაფხულის ბოლოდან სრულად დრონით მიტანის სერვისს ავამოქმედებთ და კიდევ უფრო შევამცირებთ ჩვენი მომხმარებლების ხარჯებს.

R

რა კითხვები უნდა დავსვათ სასტუმროს დაჯავშნამდე, რომ მან ჩვენი მოლოდინები გაამართლოს?

Apple Pay ხალიკ ბანკი საქართველოს მომხმარებლებისთვის

„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს