ავტორი:

საუბრები სუპერგმირებზე - კინოთეატრ „ამირანში“  „მარველის“ სუპერგმირების მოყვარულებისათვის ღონისძიება გაიმართება

საუბრები სუპერგმირებზე - კინოთეატრ „ამირანში“  „მარველის“ სუპერგმირების მოყვარულებისათვის ღონისძიება გაიმართება

18 მაისს, 18:00 საათზე კინოთეატრ „ამირანში“ MARVEL-ის საღამო გაიმართება.

„მარველის“ სამყაროზე, მის გმირებსა და ანტიგმირებზე ვლოგერი, ირაკლი კეკელია და „მარველის“ ისტორიების მთარგმნელი, გიორგი კიკაბიძე ისაუბრებენ. ადგილზე მოეწყობა გათამაშებები, გამარჯვებულები „ადამიანი-ობობასა“ და „რკინის კაცის“ ოფიციალური საკოლექციო ფიგურებითა და ისტორიებით, ე.წ. storyteller-ებით დაჯილდოვდებიან.

ივენთი საერთაშორისო პროექტის, „მარველის სუპერგმირების საკუთარი კოლექციის“ ფარგლებში იმართება, რომლის ოფიციალური წარმომადგენელიც საქართველოში არის გამომცემლობა „პალიტრა L”.

პროექტი „მარველის“12 სუპერგმირის საკოლექციო ფიგურის ისტორიასთან ერთად გამოცემას გულისხმობს. ეს გმირებია: ადამიანი-ობობა, რკინის კაცი, მწვანე გობლინი, თორი, კაპიტანი ამერიკა, დედპული, შავი პანტერა, ადამიანი-ჭიანჭველა, სამურავი, მაგნეტო, დოქტორი სტრეინჯი, დოქტორი რვაფეხა. Storyteller-ები მოიცავს როგორც გმირების, ასევე კომიქსებისა და სრული ინდუსტრიის ისტორიებს.

საკოლექციო ფიგურები ისტორიასთან ერთად 2 კვირაში ერთხელ გამოიცემა. „მარველის“ ოფიციალური შეფუთვების შეძენა შესაძლებელია პრესის გავრცელების წერტილებში, „ბიბლუსისა“ და „პეპელას“ მაღაზიათა ქსელში.

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/437419417059801/

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი