ავტორი:

“ვენდი”-ს რესტორნებში პიცის გაყიდვებმა დაგეგმილ მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა

“ვენდი”-ს რესტორნებში პიცის გაყიდვებმა დაგეგმილ მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა

“ვენდი”-ს ამერიკულ რესტორნებში პიცის გაყიდვებმა დაგეგმილ მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. როგორც მოგეხსენებათ, რამოდენიმე თვის წინ „ვისოლ ჯგუფმა“ ბიზნესის დივერსიფიკაცია განაგრძო და პიცერიების ქსელის შექმნა დაიწყო. საქართველოს “ვენდი”-ს რესტორნებში “ვენდი”-ს პიცის კუთხეების გაყიდვების მაჩვენებელი იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ გარდა „ვენდის“ ექვსი რესტორნისა, სადაც მომხმარებელს უკვე შეუძლია უგემრიელესი პიცების დაგემოვნება, მომავალი ერთი თვის განმავლობაში „ვისოლ ჯგუფი“ პიცის კუთხეებს „ვენდის“ კიდევ სამ რესტორანში შექმნის.

“სულ ორი-სამი თვის წინათ დავიწყეთ ახალი ინოვაციური პროექტი: “ვენდი”-ს რესტორნებში პიცის კუთხეების შექმნა და ჩვენი ერთგული მომხმარებლებისათვის უგემრიელესი პიცის შეთავაზება. ალბათ, აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ეს პროექტი კიდევ ერთი უნიკალური პროექტია “ვენდი”-ს სისტემაში და უნიკალურია მსოფლიო მასშტაბითაც. “ვენდი”-ს რესტორნებში ამ ეტაპზე პიცა მხოლოდ საქართველოში იყიდება, თუმცა როგორც ჩვენს ქვეყანაში მიღებული პრაქტიკა აჩვენებს, შესაძლოა საქართველოში შექმნილი წარმატებული პროექტი სხვა ქვეყნებშიც დაინერგოს. შედეგი მართლაც საინტერესოა: დღესდღეობით “ვენდი”-ს პიცის კუთხეები ფუნქციონირებენ “ვენდი”-ს ექვს სხვადასხვა რესტორანში და ყველგან გაყიდვების მაჩვენებლები აღემატება დაგეგმილ პარამეტრებს. ამან ბუნებრივია შეგვძინა ახალი მომხმარებელი და გაზრდილმა შემოსავლებმა დადებითად იმოქმედა რესტორნების მომგებიანობის შემდგომ ზრდაზე” – აცხადებს “ვენდი”-ს გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.

საწყის ეტაპზე “ვენდი” ხუთი სახეობის პიცას სთავაზობდა მომხმარებლებს: პიცა ბეკონატორი, პიცა ოთხი ყველით, მარგარიტა, პეპერონი და ვეგეტარიანული პიცა. რამოდენიმე კვირის წინ პიცის ასორტიმენტს კიდევ ორი ახალი პიცა დაემატა: ბელისიმო და კაპრიჩოზა. “ვენდი”-ს პიცა მზადდება მხოლოდ იტალიური ინგრედიენტებისგან, ესენია: იტალიური ფქვილი, მოცარელა, პიცის იტალიური სოუსი, ყველი პარმეზანი და ყველი გორგონძოლა. პიცის ზომა უნიფიცირებულია, საშუალო (დიამეტრი – 33სმ) და ყველა სახეობის პიცის ფასი იდენტურია: 11.40 ლარი. პიცების დაგემოვნება გარდა „ვენდის“ რესტორნებისა, ნებისმიერ სასურველ ადგილასაა შესაძლებელი menu.ge და Glovo-ს მიტანის სერვისის მეშვეობით.

“მიღწეული შედეგებით ძალიან კმაყოფილები ვართ, უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ჩვენს მომხმარებლებს გამორჩეულად გემრიელი პიცის დაგემოვნება შეეძლებათ “ვენდი”-ს კიდევ სამ რესტორანში. წლის ბოლომდე ასევე დავამატებთ რამოდენიმე ახალ ლოკაციას, სადაც “ვენდი”-ს პიცის მირთმევა იქნება შესაძლებელი” – აცხადებს გიორგი მშვილდაძე.

თავად პროდუქტის შესაქმნელად კომპანია საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა იტალიელ კონსულტანტებთან ქ. ნაპოლიდან. ნაპოლი - იტალიური პიცის დაბადების ადგილია. სწორედ იტალიელ კონსულტანტებთან ერთად შეირჩა რესტორნებისთვის პიცის ასორტიმენტი, ინგრედიენტები და დანადგარები. ასევე, იტალიელ ექსპერტებთან ინტენსიური ტრენინგი გაიარეს კომპანიის სპეციალისტებმა, რომლებთან ერთადაც პიცერიების ქსელის განვითარება დაიყო.

"ვენდის" ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა" 2013 წელს დაიწყო. „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში 2015 წლიდან ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ იმპორტი ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და მომხმარებელს ახლა უკვე საქართველოში დამზადებულ ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის