ავტორი:

უფასო მომსახურება, რომელიც კვალიფიციურ ექიმთან მისასვლელ გზას ამარტივებს - რა სერვისებს სთავაზობს „მედიქოლი“ მომხმარებლებს

უფასო მომსახურება, რომელიც კვალიფიციურ ექიმთან მისასვლელ გზას ამარტივებს - რა სერვისებს სთავაზობს „მედიქოლი“ მომხმარებლებს

საქართველოში სამედიცინო მომსახურების მიღება, ხშირად დიდ ფინანსურ დანახარჯებთან ერთად, დიდ დისკომფორტთანაც ასოცირდება. ამასთან, თუ პაციენტმა კონკრეტული ჩივილების შემთხვევაში, არ იცის რა პროფილის ექიმს მიმართოს, მხოლოდ საკუთარ ინტუიციას ან ახლობლების რეკომენდაციებს ენდობა. ეს კი, საბოლოო ჯამში, სხვადასხვა კლინიკაში გადამისამართებითა და არასწორი დიაგნოზის დასმითაც კი სრულდება.

ცოტამ თუ იცის, რომ საქართველოში არსებობს სერვისი, რომელიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემას მხოლოდ ერთი სატელეფონო ზარით აგვარებს და რაც ყველაზე მთავარია, ამას სრულიად უფასოდ აკეთებს.

„მედიქოლი“ არის კომპანია, რომელმაც მედიცინის ყველა დარგის სპეციალისტისა და კლინიკის ერთიანი საინფორმაციო ბაზა შექმნა. მის ძირითად საქმიანობას კი ექიმის შერჩევაში დახმარება და მასთან ვიზიტზე ჩაწერის ორგანიზება წარმოადგენს.

კონკრეტულად რა მომსახურებას სთავაზობს „მედიქოლი“ მომხმარებლებს და რა იყო სერვისის შექმნის მთავარი მოტივაცია - ამ და სხვა საკითხებზე კომპანიის დამფუძნებლებს, ირაკლი ჩიტიაშვილსა და ვახტანგ ალიოხინს ვესაუბრეთ.

- როდის და რატომ გაჩნდა იდეა, რომ მსგავსი მომსახურება საქართევლოში დაგენერგათ?

ვახტანგ ალიოხინი: იდეა დაახლოებით, 2013 წელს გაჩნდა, მას შემდეგ, რაც ექიმთან მისასვლელი ურთულესი გზა ჩვენც არაერთხელ გავიარეთ. სამედიცინო მომსახურება ალბათ, ყველას დაგვჭირვებია და იმისთვის, რომ შენთვის საჭირო ექიმს მიაგნო, ათასგვარ ხერხს მიმართავ, ეკითხები, ნაცნობებს, მეგობრებს, ნათესავებს, ისმენ რეკომენდაციებს.

თუმცა საბოლოო ჯამში, შეიძლება, აღმოჩნდეს, რომ არასწორ ადგილას მიხვედი. როდესაც ყველა არსებული პრობლემა გავაანალიზეთ, ერთ დღესაც ერთმანეთთან მსჯელობისას მოგვივდა იდეა, რომ შეგვექმნა ცენტრი, რომელიც ყველა ამ პრობლემას მოაგვარებდა და ექიმთან მისასვლელ გზას გაამარტივებდა.

კომფორტი, ხელმისაწვდომობა და სიმარტივე - ეს ის მთავარი პრინციპებია, რომელსაც მომხმარებელი ჩვენი კონსულტანტებისგან იღებს. აქ საკამოდ მნიშვნელოვანი ფაქტრია ის, რომ ყველა ჩვენ ოპერატორს სამედიცინო განათლება აქვს და პაციენტს ჩივილების შესაბამის ექიმთან ამისამართებს.

- კონკრეტულად რა სერვისებს სთავაზობთ მომხმარებლებს?

ირაკლი ჩიტიაშვილი: მომხმარებლებს ძალიან ბევრ სერვისს ვთავაზობთ, რომელთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დროის სწორი დაგეგმვა და ექიმთან ვიზიტზე ჩაწერაა. თუმცა, მანამდე მიმდინარეობს ექიმის შერჩევა. როდესაც უკვე ექიმის საჭიერობა ჩნდება, ამას ახლავს ძალიან ბევრი კითხვა, ადამიანმა არ იცის კონკრეტულად ვისთან მივიდეს, რა დაუჯდება მისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურება და ა.შ. მას შემდეგ, რაც ჩვენი კონსულტანტები, მისთვის სასურველ ადგილს, დროს და შესაბამისი პროფილის კლინიკას შეურჩევენ, ხდება ვიზიტზე ჩაწერა.

გარდა ამისა, თუ პაციენტი კონკრეტულ ექიმს ეძებს, მაგრამ ის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებლებაში მუშაობს, ჩვენ ვაზუსტებთ როდის, რომელ კლინიკაში იქნება და ამის შესაბამისად ვწერთ პაციენტს ვიზიტზე.

ამასთან, ჩვენ სულ რამდენიმე თვეა დავნერგეთ ახალი მომსახურება, კერძოდ, სამედიცინო სერვისების განვადება. დღეს ძალიან ბევრ პროცედურას არც სადაზღვეო ანაზრაურებს და არც სახელმწიფო. ძალიან იშვიათია, რომ სადაზღვეომ 100 %-ით დაფარს ხარჯები. ასეთ შემთხვევაში, ადამიანს შეუძლია მოგვმართოს და დაფინანსების მოძიებაში დავეხმარებით.

ეს არის უპროცენტო განვადება, ნებისმიერ სამედიცინო სერვისზე, ეს იქნება დიაგნოსტიკის თუ ოპერაციის ნაწილი. ჯერ-ჯერობით თანხის ლიმიტი 3000 ლარამდეა, მაგრამ წარმოიდგინეთ, თუ კერძო ან სახელმწიფო დაზღვევა გიფინანსებს 80%-ს და პირობითად, 2000 ლარი მოსაძიებელი გაქვს, ეს ძალიან კარგი საშუალებაა, რომ ეტაპობრივად გადაიხადო.

ასევე გვაქვს აქციების პაკეტები, რომელსაც კლინკებთან ერთად ვქმნით. თუ პაციენტმა იცის რა სერვისები სჭირდება, მას შეუძლია ეს პაკეტი იყიდოს და ზუსტად ეცოდინება ისიც, თუ რა დაუჯდება მომსახურება.

- რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს კონკრეტული ჩივილები აწუხებს, მაგრამ არ იცის რა პროფილის ექიმის მიმართოს?

- ვახტანგ ალიოხინი: ეს ჩვენი მომსახურების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ნამდვილად არის ასეთი შემთხვევები და ჩვენი ოპერატორები მათ შესაბამის მიმართულებას აძლევენ. კერძოდ, ჩვენი კონსულტანტები მათ გამოკითხავენ ჩივილებს და მისთვის საჭირო პროფილის ექიმთან ამისამართებენ.

მაგალითად, გვქონდა ასეთი „ქეისი“, როდესაც მამაკაცმა დარეკა და ჩვენს კონსულტანტს უთხრა, რომ თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია უნდოდა, რომელიც 500 ლარამდე ჯდებოდა. ის ეძებდა კლინიკას, სადაც ამ სერვისს მიიღებდა. ჩივილების მოსმენის შედეგადად ჩვენმა კონსულტანტმა ეჭვი მიიტანა არასომატურ ნევროლოგიურ დაავადებაზე (ცნობილი როგორც „ნევროზი“), რომლის დროსაც მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული კვლევა არაეფექტურია და სურათს არ იძლევა.

ამიტომ შესთავაზა, რომ ჯერ გაევლო სპეციალისტთან კონსულტაცია, რომლის მომსახურებაც 40 ლარი ჯდებოდა. ხოლო ამის შემდეგ, თუ მაინც იქნებოდა ტომოგრაფიის აუცილებლობა, შესაბამის კლინიკას შეურჩევდა. პაციენტმა დაგვიჯერა და აღმოჩნდა, რომ ჩვენი კონსულტანტის სავარაუდო დიაგნოზი გამართლდა. შესაბამისად, პაციენტს დაენიშნა რამდენიმე პრეპარატით მკურნალობა და 500 ლარის გადახდა აღარ მოუწია, რის გამოც ძალიან ბევრი მადლობა მივიღეთ.

ირაკლი ჩიტიაშვილი: გარდა ამისა, როდესაც პაციენტს აქვს ისეთი ჩივილები, რომლითაც არსებობს რისკი, რომ მას რამდენიმე სამედიცინო მომსახურება შეიძილება დასჭირდეს, ვარჩევთ ისეთ კლინიკას, სადაც ყველა ეს სერვისი იქნება. მერე სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში სირბილი რომ არ დასჭირდეს.

- შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული ჩივილების შემთხვევაში, თქვენი კონსულტანტები პირველად დიაგნოსტირებასაც ახდენენ?

- ვახტანგ ალიოხინი: ჩვენმა კონსულტანტებმა დეტალურად იციან სიმპტომების წარმომავლობა, ამიტომ იდენტიფიცრებას ახდენენ და პაციენტს ამის შესაბამისად ამისამართებენ. შედეგად ადამიანს აღარ უწევს სხვადასხვა კლინიკაში თუ ექიმთან ვიზიტებზე სიარული.

რა მოთხოვნების უნდა აკმაყოფილებდეს სამედიცინო დაწესებულება, რომ მათთან თანაშრომლობა შედგეს, ამასთან, სულ რამდენი სამედიცინო დაწესებულებაა „მედიქოლის“ ბაზაში?

ირაკლი ჩიტიაშვილი: ჩვენ ძალიან ბევრი კლინიკის წარმომადგენლებს ვხვდებით, ბევრიც თავად გვიკავშირდება და ხდება მოლაპარაკება. გადა ამისა, ჩვენი კონსულტანტები მიდინ ადგილზე და კლინიკები საკუთარი მომსახურების თუ ექიმების პრეზენტირებას ახდენენ. ერთია მშრალი ინფორამცია და მეორე, როდესაც ჩვენ კონსულტანტები საკუარი თვალით ამოწმებენ მიღებულ ინფორმაციას.

ამ დროისთვის, დაახლოებით, 200-ზე მეტი კლინიკაა ჩვენს ბაზაში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ძალიან ბევრი სამედიცინო დაწესებულებაა, ვცდილობთ, გარკვეულ რაოდენობაზე შევჩერდეთ და ამასთან, მაღალი ხარისხი ვაკონტროლოთ, რათა უკმაყოფილო არცერთი პაციენტი არ დარჩეს.

სხვათაშორის, სამედიცინო ბაზრის კვლევის პროცესში აღმოვაჩინეთ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ექიმი, რომლებიც ცნობილები არ არიან, მაგრამ თამამად ვამბობ, რომ გაცილებით მაღლი დონის სპეციალისტები არიან, ვიდრე ე.წ. VIP ექიმების ნაწილი. როდესაც რამდენიმე პაციენტს გაუზავნი ექიმს და იქიდან ყველა კმაყოფილი მოდის, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის.

- ინტერესდებით თუ არა პაციენტების შთაბეჭდილებებით და რამდენად ითვალისწინებთ მათ შენიშვნებს?

- ირაკლი ჩიტიაშილი: რა თქმა უნდა, ვინტერესედებით. ყოველი ვიზიტის შემდეგ, აბსოლუტურად ყველა პაციენტებს ვურეკავთ და ვეკითხებით რამდენად კმაყოფილები არიან მომსახურებით. იმიტომ, რომ მხოლოდ კარგი ექიმი არ კმარა, მას პაცინტთან კარგი ურთიერთობაც უნდა შეეძლოს. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ თითქმის 100%-მდე გავზარდეთ კმაყოფილი მომხმარებლების რიცხვი და ვინც ჩვენთან რეკავს, შემედეგ ისევ „მედიქოლის“ მომსახურებით სარგებლობს.

ვახტანგ ალიოხინი: გვქონდა შემთხვევა, როდესაც კონკრეტულ კლინიკაში, ერთ ექიმთან 6 უკმაყოფილო პაციენტი გამოიკვეთა. ამის გამო, კლინიკას მივმართეთ, რომ მის ჩახსნას ვაპირებდით ბაზიდან, რის შემდეგაც კლინიკამ ის ექიმი საერთოდ გაუშვა.

- როგორ ფიქრობთ, ქვეყანაში მსგავსი სერვისის არსებობა რატომ არის მნიშვნელოვანი?

- ირაკლი ჩიტიაშვილი: ვისაც კი ექიმი დაგვჭირვებია, ყველა სანაცნობოში ვიწყებთ ძებნას, თუმცა ხშირად მათი გამოცდილება არ არის საკმარისი. სამწუხაროდ, ჩვენთან არ არსებობს სტატისტიკა, რომელიც კმაყოფილი პაციენტების რაოდენობით გამოარჩევს ექიმებს. სწორედ ამიტომ, საჭიროა რომ მსგავსი სერვისი არსებობდეს, რათა პაციენტმა კომპეტენტური კონსულტანტებისგან მიიღოს მისთვის საჭირო ინფორმაცია.

ეს პროცესი კი ძალიან მარტივად, 2 500 500-ზე მხოლოდ ერთი ზარით ხორციელდება. ჩვენი სერვისი არსეობა მინიმუმამდე ამცირებს იმის რისკს, რომ არასწორ ექიმთან მოხვდები.

ამასთან, ჩვენ ასევე ძალიან ბევრი ახალი პროექტის დანერგვასაც ვგეგმავთ, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს და გამარტივებს პაციენტებისთვის სამედინო სერვისების მიღებას.

როდესაც ექიმთან მისვლის საჭიროება ჩნდება, ეს უკვე დიდი დისკომფორტია, რომელიც მაქსიმალურად უნდა შემცირდეს, ფინანსურ დანახარჯებთან ერთად. ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობთ, ექიმთან მისასვლელი გზა გავამარტივოთ და დამატებითი ნერვიულობა პაციენტებს თავიდან ავარიდოთ.

ავტორი: ნინი ქეთელაური

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის