ავტორი:

აირჩიე ტაროს კარტი და გაიგე, როგორია შენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა

აირჩიე ტაროს კარტი და გაიგე, როგორია შენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა

დაივიწყეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რაც ტაროს კარტის შესახებ გაგაჩნიათ, ცოტა ხანს უყურეთ მათ და აირჩიეთ ერთი მათგანი, რომლის მიმართაც ყველაზე მძაფრი სახის ემოცია გიჩნდებათ, ან საუკეთესო შემთხვევაში, უბრალოდ ინტუციას ენდეთ.

ნახეთ პასუხები კარტების თანმიმდევრობის შესაბამისად:

პირველი კარტი

თქვენ შიში გიშლით ხელს იმის მიღწევაში, რაც გსურთ. წარსულის აჩრდილები, კომპლექსებად ქცეული ბავშვობის ტრავმები, შეცდომების შედეგები ამჟამად უამრავ დაბრკოლებას გიქმნით. თქვენ გეშინიათ. ეს მაინცდამაინც ის შიში არ არის, გული წინდებში რომ გაგირბით, ნაბიჯის გადადგმაზე ფეხი რომ გიკანკალებთ. შიში მრავალგვარია. აი, მაგალითი – თქვენ გადაწყვიტეთ ჯანსაღი ცხოვრება დაიწყოთ, დილით ადრე ადგეთ და ირბინოთ. დილით მაღვიძარა რეკავს, თქვენ საწოლზე წამოჯდებით და მერე ისევ ლოგინში ბრუნდებით - დაპირებით, რომ ხვალიდან გააკეთებთ ამას. ეს სიზარმაცე გგონიათ? არა, ეს შიშია, შიში იმისა, რომ ვერ მოახერხებთ.

პიროვნება ძალიან მრავალწახნაგოვანია. ჩვენ ძალიან ბევრი მე გვაქვს და თქვენ რომ ახალი ცხოვრება დაიწყოთ, ძველი მე უნდა მოკლათ, რომელსაც ამდენი ხანია კვებავდით. იგი კვდება (ჩვენ ვიცვლებით), მაგრამ მისი აჩრდილი რჩება, მოჩვენება, რომლისაც ისე გვეშინია, როგორც მიცვალებულის კუბოდან წამოდგომის. ეს არის სწორედ ჩვენი კომპლექსები, შიშები. თქვენ ამ აჩრდილებისთვის თვალის გასწორება უნდა შეძლოთ. თქვენ საკუთარ შიშებთან შეხვედრა მოგიწევთ. ჩვენი ქვეცნობიერი უამრავ ასეთ აჩრდილს ინახავს, პიროვნებებს, რომლითაც ოდესღაც დავიბადეთ. აქ ბევრ ნაგავთან ერთად, ბევრი განძიცაა და ამ განძის გამოყენებას მხოლოდ ის მოახერხებს, ვისაც ნაგვის დანახვის არ ეშინია. ვისაც წარსულის აჩრდილებთან შეხვედრის არ ეშინია.

თქვენ ცვლილებების შიში უნდა დაძლიოთ. ამისთვის შესანიშნავი მეთოდია, აკეთოთ ყველაფერი, რისიც გეშინიათ. შეხვდეთ სტრესს, რომ დაინგრეს ბარიერი ქვეცნობიერსა და ცნობიერს შორის, რათა იქედან იმ პიროვნების გამოყვანა მოახერხოთ, რომელიც ამ შიშზე გამარჯვებას შეძლებს. თქვენ საკუთარი თავის გამუდმებით შიშში ჩაგდება უნდა დაიწყოთ. კიდევ ვიმეორებთ, არ ვგულისხმობთ ფიზიკურ შიშს. მარტივი მაგალითით გეტყვით, თქვენ უსმენთ მუსიკას, რომელიც გაგონებთ წარსულს, სასიამოვნო წარსულს და ამით ბედნიერებას განიცდით? თქვენ ხვდებით წარსულ "მეს" და იმეორებთ მის შეგრძნებებს. სხვაგვარად ნოსტალგიას ვუწოდებთ ამ განცდას. დაახლოებით იგივეა, უბრალოდ ამ შემთხვევაში წარსულ შეშინებულ, სტრესში მყოფ თავებს უნდა შეხვდეთ.

მოწყდით რუტინას, ყოველდღიურობას, ყურადღების გამფანტავ საშუალებებს და დარჩით საკუთარ თავთან მარტო, ჩაუღრმავდით თქვენს ქვეცნობიერს და ეცადეთ ცივი გონებით გაანალიზოთ - საიდან იღებს სათავეს თქვენი პრობლემები. გაიარეთ მთელი ცხოვრება ქრონოლოგიურად და ეცადეთ მიხვდეთ - რა ისწავლეთ აქედან, რომელი მოვლენიდან რა ისწავლეთ. აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, საკუთარ წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. სამყაროსთვის სულერთია თქვენი განცდები, ის მოცემული დავალების შესრულებას ითხოვს თქვენგან. ასე, რომ თავად უნდა გადაწყვიტოთ ბედნიერი ისწავლით მის გაკვეთილებს, თუ ცრემლების ღვარღვარით. მთავარია, ისწავლოთ. სწავლით კი ცივი გონებით ყველაზე უკეთ სწავლობს ადამიანი. ნახეთ სრულად

"როგორც იქნა, ერთმანეთს შევხვდით" - სალომე ზურაბიშვილი შვილიშვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს

რა ღირს ანუკი არეშიძის ქურთუკი, რომელშიც თბილისის მერის მეუღლე ბოლო დღეებში გამოჩნდა - სამოსი MONCLER-ის კოლექციიდანაა

რეწვის ოსტატების ნაკეთობების საახალწლო გამოფენა-გაყიდვა