ავტორი:

რას სთავაზობს ბავშვებს „კითხვის საათი“ და რატომ არის მასზე დასწრება ბავშვებისთვის სასარგებლო

რას სთავაზობს ბავშვებს „კითხვის საათი“ და რატომ არის მასზე დასწრება ბავშვებისთვის სასარგებლო

კითხვა ამცირებს სტრესს და ავითარებს აზროვნებას, სასაუბრო ლექსიკას ამდიდრებს, გხდით უფრო თავდაჯერებულს და საშუალებას გაძლევთ, რომ თავისუფლად გამოხატოთ არგუმენტირებული შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე, აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარს და ამავდროულად, ავარჯიშებს მეხსიერებას, ავითარებს ფანტაზიას და გხდით უფრო შემოქმედებითს, გეხმარებათ დეპრესიის დამარცხებასა და უძილობის დაძლევაში.

სწორედ ამდენი სარგებლის მოტანა შეუძლია კითხვას, მაგრამ ის უნდა იყოს ნამდვილი კითხვა და არა ზედაპირული გადაკითხვა, რაც საკმაოდ რთული მისაღწევია. ადამიანს კითხვა რომ უყვარდეს, მისი საწყისი ბავშვობიდან, პატარობის წლებიდან უნდა მოდიოდეს. სკოლებში სპეციალურად არის შემოღებული „კითხვის საათი“, რომ მოსწავლეებს თავიდანვე ღრმად ჰქონდეთ ჩამჯდარი კითხვის სიყვარული. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ყოველდღიურად უკითხავდნენ მშობლებიც. ეს ერთად გატარებული დროის აუცილებელი ნაწილი იყოს.

იმისთვის, რომ ბავშვებს პატარობიდნავე უყვარდეთ კითხვა, „ბიბლუსმა“ კითხვის საათი დააარსა. ყოველ შაბათ-კვირას „ბიბლუსი გალერეაში“ (ი. ჭავჭავაძის #7) პატარებს ცნობილი და მათთვის საყვარელი ადამიანები მასპინძლობენ და უკითხავენ.

„კითხვის საათი“ ტრადიციულად 18 და 19 მაისსაც გაიმართება. 18 მაისს , 17:00სთ- ზე ბავშვებს უმასპინძლებს ყველასთვის საყვარელი მსახიობი, "იდეალუ რიდედის" მთავარი გმირი ია ჭილაია.19 მაისს კი კითხვის საათს მოდელი და ინფლუენსერი ლალი გუშიკაშვილი უმასპინძლებს.

ღონისძიების დასასრულს პატარებს ხელსაქმის პროფესიონალებთან ერთად საინტერესო და სახალისოა ქტივობები ელით.

„კითხვის საათის“ მხარდამჭერია სათამაშოების მაღაზია "პეპელა" და"არტი და კრაფტი", რომლებიც ბავშვებს ფასდაკლების ვაუჩერებს გადასცემენ.

რეგისტრაციისთვის გადადგით ბმულზე. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ როგორცა დგილზე, ის ელექტრონულად.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს