ავტორი:

„ბიბლუსი შენს ქალაქში“ - რას უმზადებს წიგნის ყველაზე დიდი მაღაზიათა ქსელი ბათუმს

„ბიბლუსი შენს ქალაქში“ - რას უმზადებს წიგნის ყველაზე დიდი მაღაზიათა ქსელი ბათუმს

წიგნი რომ ადამიანის საუკეთესო მეგობარია, თითქოს ყველამ იცის, მაგრამ მაინც 21-ე საუკუნეში, რომელიც ტექნოლოგიების ეპოქადაა აღიარებული, წიგნს პოპულარიზაცია მაინც სჭირდება. საქართველოში არსებობს რამდენიმე კომპანია, რომელიც წიგნის პოპულარიზაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავს და სწორედ ამ მიზნის გარშემო აგებს საკუთარ სამოქმედო სტრატეგიას.

ასეთ კომპანიებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოში წიგნის მაღაზიების ყველაზე დიდ ქსელს „ბიბლუსს“. წიგნის პოპულარიზაციისთვის კომპანიამ პროექტი „ბიბლუსი შენს ქალაქში“ შექმნა. ამჯერად კი პროექტის ფარგლებში გრანდიოზული ღონისძიება ბათუმში ჩატარადება.

როგორც „ბიბლუსში“ განმარტავენ, ერთგულ მომხმარებლებს 17 და 18 მაისს ბათუმში მდებარე „ბიბლუსის“ ფილიალებში დიდი მხიარულება ელოდებათ.

„ბიბლუსის“ ფილიალებში მისულ მომხმარებლებს 12:00-დან 16:00 სთ-მდე ყოველ 30 ლარიან შენაძენზე საჩუქრები ელოდება. ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული აქტივობები იგეგმება ბავშვებისთვის. „არტის და კრაფტის“ სახელოსნოს მხატვრები პატარებს სახეს უფასოდ მოუხატავენ, წიგნის ფორმაში გამოწყობილი ანიმატორები კი წიგნის შეძენის პროცესს კიდევ უფრო გაახალისებენ. ასევე გელოდებათ "კითხვის საათი სპეციალურად ბავშვებისთვის", უფროსებისთვის კი გლინტვეინი, მაფინები და სასიამოვნო მუსიკა.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები ასე გამოიყურება:

17მაისი:

13:00 – 16:00 სახეზე მოხატვა- მ. აბაშიძის ქ.52, ჭავჭავაძისქ.62

15:00 – 16:00 ანიმატორები - მ. აბაშიძის ქ.52, ჭავჭავაძისქ.62

16:00 – 18:00 ხელსაქმის მასტერკლასი - მ. აბაშიძისქ.52

18:00 – 20:00 გლინტვეინი+მუსიკა - მ. აბაშიძის ქ.52

20:00 – 22:00 მომღერალი, მარიამ ტორონჯაძე - მ. აბაშიძის ქ.52

18მაისი:

15:00 – 16:00 ანიმატორები- მ. აბაშიძის ქ.52, გამსახურდიას ქ.44

16:00 – 18:00 კითხვის საათი - მ. აბაშიძის ქ.52

18:00 – 20:00 გლინტვეინი + მუსიკა - მ. აბაშიძის ქ.52

„ბიბლუსი შენს ქალაქს“ სულ მალე ესტუმრება. არ გამოტოვო ეს ღონისძიება!

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს