ავტორი:

რა გახდა დოდაშვილის ქუჩაზე ბუნებრივი აირის სუნის გავრცელების მიზეზი -  "ყაზტრანსგაზი" განცხადებას ავრცელებს

რა გახდა დოდაშვილის ქუჩაზე ბუნებრივი აირის სუნის გავრცელების მიზეზი -  "ყაზტრანსგაზი" განცხადებას ავრცელებს

დოდაშვილის ქუჩაზე ბუნებრივი აირის სუნის გავრცელების მიზეზი დაღვრილი თხევადი გაზი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ყაზტრანსგაზ თბილისი" ავრცელებს:

"კომპანია "ყაზტრანსგაზ თბილისის" ცხელ ხაზზე ისნის რაიონიდან, დოდაშვილის ქუჩიდან შემოვიდა შეტყობინება გაზის ძლიერ სუნთან დაკავშირებით. მოქალაქის განცხადებით, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით კორპუსს ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა.

ადგილზე მისული სწრაფი რეაგირების ჯგუფის მიერ აღნიშნული კორპუსის შემოწმებისას ბუნებრივი გაზის გაჟონვა არ დაფიქსირდა. შემოწმების შედეგად დადგინდა რომ საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიღვარა თხევადი გაზი. კომპანია "ყაზტრანსგაზ თბილისი" მოსახლეობას გამოჩენილი სიფრთხილისთვის მადლობას უხდის", - ნათქვამია "ყაზტრანსგაზ თბილისის" განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი