ავტორი:

რჩევები თქვენთვის, თუკი არასწორად აირჩიეთ პროფესია

რჩევები თქვენთვის, თუკი არასწორად აირჩიეთ პროფესია

რა უნდა გაითვალისწინოთ პროფესიის არჩევის დროს? - უამრავი ფაქტორი, რომელთა გაანალიზება და სწორი დასკვნის გამოტანა მარტივი ნამდვილად არაა. საკუთარი უნარები და შესაძლებლობები, ინტერესები, ღირებულებები, მიზნები, ჰობი, დასაქმების ბაზრის მოთხოვნები, აქტუალური პროფესიები - ეს არის ჩამონათვალი იმ ფაქტორებისა, რომელიც პროფესიის არჩევის დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

პროფესია სწორად რომ აირჩიოთ:

· კარგად დაფიქრდით, რისი კეთება განიჭებთ სიამოვნებას და რა გამოგდით კარგად. თუ თქვენ დიზაინერობა გსურთ და Photoshop-ში მუშაობა თქვენთვის ყველაზე სასიამოვნო პროცესია, მაშინ ნუ აირჩევთ ექიმობას მხოლოდ იმიტომ, რომ ის პრესტიჟული პროფესიაა.

· კარგად გადახედეთ ბაზრის მოთხოვნებს. შეიძლება თქვენ ისეთი პროფესია მოგწონთ, რომელზე მოთხოვნაც საერთოდ არაა. ამ შემთხვევაში თქვენ დასაქმება გაგიჭირდებათ. ამიტომ თქვენთვის საინტერესო სფეროდან მაქსიმალურად მოთხოვნადი სპეციალობა აირჩიეთ.

· გაესაუბრეთ თქვენთვის სასურველი სფეროს წარმატებულ დასაქმებულებს, დეტალურად გამოკითხეთ მათი საქმიანობის შესახებ ყველა საკითხი. შეიძლება უშუალოდ მუშაობის პროცესი ისეთი სულაც არაა, როგორც შორიდან წარმოგიდგენიათ.

რეალურად ეს ყველაფერი თითქოს მარტივად ჟღერს, თუმცა ცხოვრებაში განხორციელება და პროფესიის სწორად არჩევა უამრავ ადამიანს არ გამოსდის. დასაქმებულებს კი, რომლებიც სამსახურში კმაყოფილად და ბედნიერად არ გრძნობენ თავს, ხშირად აქვთ სტრესული და დეპრესიული პერიოდები.

სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს პორფესიის შეცვლისა და ახალი სპეციალობის მარტივად დაუფლების შესაძლებლობა ჰქონდეს. ამ შემთვევაში ნებისმიერი ასაკის ადამიანებს განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობს "პრაქტიკული აკადემია", რომელიც პროფესიულ, დუალურ სწავლებაზეა ორიენტირებული.

ამ ეტაპზე აკადემიაში 6 პროფესიული კურსია: გრაფიკული დიზაინი, მულტიმედია ჟურნალისტიკა, HRM-ადამიანური რესურსების მართვა, შეფუთვებისა და კონვერტინგის საწარმოო პროცესები, ბუღალტრული აღრიცხვა, შესყიდვები და საერთაშორისო გადაზიდვები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი