ავტორი:

ფოტოგალერეა სახალხო მსვლელობიდან - როგორ აღნიშნეს მრევლმა და სასულიერო პირებმა ოჯახის სიწმინდის დღე

ფოტოგალერეა სახალხო მსვლელობიდან - როგორ აღნიშნეს მრევლმა და სასულიერო პირებმა ოჯახის სიწმინდის დღე

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ სახალხო მსვლელობა გაიმართა. მსვლელობაში მონაწილეობას მრევლი და სასულიერო პირები იღებდნენ.

"ილოცება ჩვენი დედაქალაქი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ივერიისა და აწყურის ხატებით, რომელიც ერთ-ერთი უძველესი სიწმინდეა ჩვენი ერის. დედაქალაქი ყოველთვის იყო მისაბაძი მაგალითი დანარჩენი საქართველოსთვის თავისი სიქველით, სიკეთით.

ბოლო წლებში ტრადიციად იქცა ღვთისმშობლის აწყურის ხატთან ერთად მოგზაურობა. ეს მოგზაურობა იწყება აწყურიდან, გამოივლის სოფლებს, ქალაქებს და ამ დღეს შემობრძანდება დედაქალაქში და ილოცება ჩვენი დედაქალაქი", - განაცხადა მიტროპოლიტმა ანდრიამ.

მსვლელობის შემდეგ სამებაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარმაი პარაკლისს გადაიხდა, ილია მეორემ ხალხი და სრულიად საქართველოს დალოცა. ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნა კონცერტით დასრულდა.

10-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა ძალაში რჩება

აჭარის საკარანტინე სივრცეებიდან ოჯახებს 325 ადამიანი დაუბრუნდა

"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები კახა კალაძეს მიმართავენ, 17 მაისს თბილისის ანძა ლგბტ დროშის ფერებში გაანათოს