ავტორი:

პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დაიწყო - ინფორმაცია სკოლაში წარსადგენი საბუთების შესახებ

პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დაიწყო - ინფორმაცია სკოლაში წარსადგენი საბუთების შესახებ

პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი - საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია დღეიდან 12 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.

ამ ეტაპზე შესაძლებელია იმ ბავშვების რეგისტრაცია, ვინც სკოლაში შესვლის ასაკს აკმაყოფილებს. ასევე იმ მოსწავლეების, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან პირველ და მეორე ეტაპზე. რეგისტრაცია შესაძლებელია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge ელექტრონულად.

სკოლებში პირველკლასელთა დოკუმენტაციის წარდგენა 13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით იქნება აუცილებელი. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

IV ეტაპი ანუ, გამოთავისუფლებულ ადგილებზე სკოლებში რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 25 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით განხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილზე ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია განხორციელდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ სასურველ სკოლაში მშობლებმა უნდა წარადგინონ:

1. ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი

2. მშობლების პირადობის მოწმობის ასლები

სკოლები წელს 57 ათასამდე პირველკლასელს მიიღებს, თუმცა, მხოლოდ საჯარო სკოლებში 59 ათასამდე ადგილია. რაც შეეხება აცრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენას, როგორც დღეს მინისტრის მოადგილემ განმარტა, შესაძლოა მშობლებს სკოლებში ამ დუკუმენტაციის მიტანაც მოუწიოთ. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განმარტებით, პირველ ეტაპზე მშობლებს აცრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა არ უწევთ, თუმცა, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, 2019 წლის ივნისიდან ამის საჭიროება დადგება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი