ავტორი:

HONOR ბრუნდება!

HONOR ბრუნდება!

სასიამოვნო სიახლე მათთვის, ვისაც ტექნოლოგიები და სტილი უყვარს. Honor ამ ბოლო წლების ერთ-ერთი წარმატებული ბრენდია. საქართველო მას დიდი ხანია ელის. Honor-ის პარტნიორი საქართველოში ტექნიკის მაღაზიათა ქსელი ალტაოქეი არის, რომელიც იმედოვნებს, რომ საქართველოს მოსახლეობას შესთავაზებს ჩინეთის ონლაინ-ბაზრის ყველაზე წარმატებულ სმარტფონებს. Honor მომხმარებელს თავდაპირველად 5 მოდელს შესთავაზებს: 8X, 10 lite, 8A, 8S, 7A. ამას გარდა სულ მალე წარმოგიდგენთ მომხიბვლელი დიზაინის და საუკეთესო კამერის მქონე უახლეს სმარტფონს Honor 20-ს.

HONOR 8X-ის პირველ მყიდველებს ალტაოქეი აქციის ფარგლებში საჩუქრად გადასცემს Band 4 Running (სპორტულ სამაჯურს).

Honor 8X უკვე საქართველოშია! 6,5 დუიმის ეკრანი, უწვრილესი კორპუსი, მძლავრი AI კამერა და უსწრაფესი პროცესორი - და ასეთი ძლიერი მახასიათებლების სმარტფონი ხელმისაწვდომ ფასად - ეს წარმოუდგენელია. ეს ნოვატორული მოდელი შეცვლის თქვენს წარმოდგენას ტელეფონით გადაღებული ფოტოს ხარისხზე. Honor 8X ნებისმიერს აქცევს პროფესიონალ ფოტოგრაფად.

Honor 8X აღჭურვილია TüV Rheinland-ის მიერ სერტიფიცირებული ახალი თაობის თვალის დამცავი პროგრამით (Eye Comfort mode), რომელიც ამცირებს ეკრანის ლურჯ მკვეთრ ნათებას და იცავს თქვენს თვალს გადაღლისგან.

HONOR ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი მაღალტექნოლოგიური და ელეგანტური ბრენდია, საუკეთესო დიზაინით და მახასიათებლებით. იგი 2011 წელს შეიქმნა „ჰუავეის“ ერთ-ერთი მოდელის სახით. 2013 წლიდან კი „ჰუავეი“ ამ ქვებრენდის მეშვეობით წარმატებულ კონკურენციას უწევს სხვა ბიუჯეტურ ბრენდებს ინტერნეტ გაყიდვებში, მათ შორის, პირველ რიგში, Xiaomi-ს. ჩინეთში მას „სმართფონების N1 ელექტრონულ ბრენდს“ უწოდებენ. მან Xiaomi-ს გადაასწრო როგორც გაყიდული ტელეფონების რაოდენობით, ისე გაყიდვების მოცულობით.

Honor-ის გაყიდვებმა ბოლო წელს 150%-ით მოიმატა საერთაშორისო ბაზრებზე. იგი ევროპაში აღიარებული ერთ-ერთი წარმატებული ბრენდია. აღსანიშნავია გაყიდვების მასშტაბები ინდოეთსა და მალაიზიაშიც.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის