ავტორი:

Startup Grind Tbilisi Techstars Seattle-ის მენტორს უმასპინძლებს

Startup Grind Tbilisi Techstars Seattle-ის მენტორს უმასპინძლებს

25 მაისს Startup Grind Tbilisi უმასპინძლებს Lowell Ricklefs, Traction Advising M&A-ს მმართველ პარტნიორს და Techstars Seattle-ის მენტორს.ღონისძიება ჩატარდება ტერმინალის საერთო სამუშაო სივრცეში და ფოკუსირებული იქნება სტარტაპების და ადგილობრივი ინვესტორების სამიზნე ჯგუფებზე.ასევე, მოეწყობა პირისპირ შეხვედრები წინასწარ დარეგისტრირებულ სტარტაპებთან და ინვესტორებთან.

მოწვეული სტუმრის შესახებ:

Lowell Ricklefs არის Traction Advising M&A-ს მმართველი პარტნიორი და Techstars Seattle-ის მენტორი. მას აქვს კომპანიის სტრატეგიული განვითარების და გაყიდვების ხანგრძლივი და გამოცდილება. Lowell-მა წარმატებით გაყიდა მისი სიეტლში დაფუძნებული კომპანია Flexminder, რომელიც ჯანდაცვის სფეროში საქმიანობდა. ამის შემდეგ მან შექმნა სტარტაპების საკონსულტაციო კომპანია, რომლებიც 5-დან 30 მლნ ღირებულების იყვნენ და ინვესტიციებს ეძებდნენ. Lowell-მა კომპანია Toluna #1 ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიად აქცია საფრანგეთში, რომლის შემოსავლებიც 15-იდან 120 აშშ.მლნ. დოლარამდე გაზარდა 4 წელში. ის სადახელებულია F500-ის ლიდერებს შორის და აქვს შთამბეჭდავი გამოცდილება, სწრაფად და აგრესიულად გაზარდოს ბიზნესი.

ღონისძიების დეტალები:

ადგილი:ტერმინალი; აბაშიძის 34, თბილისი

თარიღი:შაბათი, 25მაისი, 2019 წელი

დრო: 19:00 სთ.- ნეთვორქინგი(ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ სტარტაპ საზოგადოების ფორმირებას. ამ მიზნით, ღონისძიების პირველი საათი ეთმობა სტარტაპებს, ექსპერტებს და ინვესტორებს შორის კავშირების დამყარებას). 20:00 სთ. - ოფიციალური მიმართვები & სტუმართან ინტერვიუ (მორიგი საათი ეთმობა სპონსორების მოკლე გამოსვლებს, რაც გრძელდება მოწვეულ სტუმართან საუბრით).

ღონისძიების სპონსორები:

· აშშ-ს საელჩო თბილისში

· თელიანი ველი

· Orient Logic

· Nexia TA

· ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

· Entrepreneur Georgia

· სხვა სპონსორები

დამატებითი დეტალები ღონისძიებაზე ხელმისაწვდომია Startup Grind-ის ოფიციალურ გვერდზე:

Web: startupgrind.com/tbilisi/FB:https://www.facebook.com/startupgrindtbilisi

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი