ავტორი:

"ყოველ დილით სკოლასთან გვხვდება და მეხმარება" - ვინ არის პატრული, რომელმაც უამრავი მშობლის მადლობა დაიმსახურა

"ყოველ დილით სკოლასთან გვხვდება და მეხმარება" - ვინ არის პატრული, რომელმაც უამრავი მშობლის მადლობა დაიმსახურა

ინტერნეტმომხმარებელი მადო გვათუა "ფეისბუქზე" თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც მისი შვილი პატრულის თანამშრომელთან ერთად არის გადაღებული. როგორც აღმოჩნდა, ლუკას, რომელსაც აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს, ყოველ დილით, სკოლაში მისვლისას სწორედ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ხვდება და სასწავლო დაწესებულებაში მისვლამდე ეხმარება.

"მე და ლუკა მადლობას ვუხდით, ჩვენ საყვარელ პოლიციელს გიორგის. ასევე მადლობა შსს-ს, ასეთი მაღალი დონის ინტელექტისა და მორალის მქონე კადრისთვის... სკოლასთან გვხდება ყოველ დილით და ძალიან მეხმარება. კარგი პოლიციელი. რაც მთავარია ისე პროფესიონალურად ახერხებს, რომ გეგონება ინკლუზიის კურსები აქვს გავლილი" - წერს გვათუა. პოსტის კომენტარებში სამართალდამცველის მიმართ მადლიერებას სხვა მშობლებიც გამოხატავენ.

როგორც AMBEBI.GE-მ გაარკვია, პოლიციელი, რომელიც ფოტოზეა გადაღებული, 37 წლის გიორგი ჩიტაძეა. იგი საპატრულო პოლიციის რიგებში 2006 წლიდან ირიცხება.

"ლურჯ ვეშაპზე" გადაღებულ ფილმს საქართველოს სკოლებში აჩვენებენ

"ჩვენთან ინფიცირებული არ დაფიქსირებულა - პანიკის საფუძველი არ არის" - ამირან გამყრელიძე კორონავირუსზე

მსოფლიოს ნომერ პირველი უნივერსიტეტის MIT-ის მიერ ჩატარებული ჰაკათონი BTU-ში და ახალი ციფრული პროდუქტი სტუდენტებისგან