ავტორი:

რუსული ფული საქართველოში - რომელ სფეროებშია "ეკონომიკური ექსპანსია"

რუსული ფული საქართველოში - რომელ სფეროებშია "ეკონომიკური ექსპანსია"

ენერგეტიკა, ნავთობპროდუქტები, წიაღისეული, ტელეკომუნიკაციები, საბანკო სექტორი, ტრანსპორტი, კვების პროდუქტები - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ სფეროების, სადაც რუსული კაპიტალი საქართველოს ბაზარზე საკმაოდ დიდ წილს ფლობს.

რა ინტერესები აქვს რუსულ ფულს საქართველოს ბიზნესში და არის თუ არა სახიფათო ოკუპანტი ქვეყნის დომინირება ისეთ სფეროებში, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობისაა ქვეყნისთვის? - ამაზე ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს.

ეკონომისტების, პოლიტიკოსებისა და ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ რუსული კაპიტალის შემოდინება საქართველოში საყურადღებო და საფრთხის შემცველია, ხოლო მეორე ნაწილის აზრით, "რუსულ ფულს სუნი არა აქვს" და ის საქართველოს ეკონომიკაში თავისუფლად უნდა შემოდიოდეს, რადგან საქართველო ღია ტიპის მცირე ეკონომიკაა და ინვესტიციების თავისუფლად მოძრაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა" ასოციაციამ ცოტა ხნის წინ წარმოადგინა კვლევა, სადაც ნათლად ჩანს რუსული ფულის ადგილი საქართველოს ბიზნესში. მკვლევარების განმარტებით, სრული და დეტალური ინფორმაციის მოძიება შეუძლებელია, თუმცა კვლევაში მოყვანილია ყველა ის მსხვილი კომპანია, რომლებიც დღეს ქართულ ბაზარზე მოქმედებს და ამ კომპანიებში 50 %-იან წილს ან მეტს რუსეთის მოქალაქეები ან რუსული კერძო და სახელმწიფო კომპანიები ფლობენ.

ენერგეტიკა

საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მნიშვნელოვან წილს ფლობს რუსული მსხვილი კომპანია "ინტერ რაო", რომელიც რუსეთის სახელმწიფო კომპანიაა. "ინტერ რაოს" ეკუთვნის თბილისში ელექტროენერგიის დისტრიბუტორის, სს "თელასის" 75%. "ინტერ რაოს" ასევე ეკუთვნის თბოსადგური შპს "მტკვარი ენერგეტიკა", რომლის მთავარი საქმიანობა ელექტროენერგიის გამომუშავება და რეალიზაციაა. ასევე "ინტერ რაოს" საკუთრებაა ჰიდროელექტროსადგურები "ხრამჰესი 1" და ხრამჰესი 2".

რუსეთის მოქალაქე ფლობს შპს "ენერგიასაც", რომელსაც ეკუთვნის "დარიალიჰესი", "ლარსიჰესი", "შილდაჰესი". რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაშია "ავანიჰესი", "ალგეთიჰესი", "სკურდიდიჰესი". კომპანია "ენერგია" 2010 წელს საქართველოში დაფუძნდა და მისი 70% რუსეთის მოქალაქე მევლუდ ბლიაძეს ეკუთვნის, 30% კი შპს "ფერს". შპს "ენერგია" სს "დარიალი ენერჯის" აქციონერია.კვლევის მიხედვით, რუსული კაპიტალია ასევე მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელების სეგმენტშიც. ქართული და რუსული მხარე ერთობლივად ფლობენ "საქრუსენერგოს", რომელიც ქვეყანაში მაღალი ძაბვის ელექტროსადენების მნიშვნელოვანი ნაწილის მფლობელია.

ნავთობპროდუქტები

ნავთობკომპანია "ლუკოილ ჯორჯია", რომელსაც ავტოგასამართი სადგურების საკუთარი ქსელი აქვს, რუსული სააქციო საზოგადოება "ლუკოილის" შვილობილი კომპანიაა და საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან ოპერირებს. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ჰოლანდიაში არსებული 1998 წელს რეგისტრირებული კომპანია "ლუკოილ ევროპა ჰოლდინგს ბი.ვი.", კომპანიის დირექტორია აზერბაიჯანის მოქალაქე გოგშარ მაჰმუდოვი.

საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანიაა "გალფი" - "პეტროკას ენერჯი ლიმიტედი", რომელსაც საწვავი იმპორტით შემოაქვს ევროპიდან თავისთვისაც და საქართველოში მოქმედ ავტოგასამართი სადგურების სხვა ქსელსაც აწვდის. კომპანიის მფლობელი ქართული წარმოშობის რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი დავით იაკობაშვილია.

მისი კუთვნილი "პეტროკას ენერჯი ლიმიტედის" 49%-ს რუსული "როსნეფტი" ფლობს. საქართველოში ავტოგასამართი სადგურების ქსელის გარდა, კომპანია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ვაჭრობითა და გადაზიდვებით არის დაკავებული, ასევე აქვს ავტოგასამართი სადგურები სომხეთში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში, ფოთში კი ორი ნავთობტერმინალი.

"როსნეფტის" 69,50%-ს რუსული კომპანია "როსნეფტგაზი" ფლობს, რომლის 100%-იანი მესაკუთრე რუსეთის სახელმწიფოა, ამიტომ "როსნეფტსა" და "პეტროკას ენერჯი ლიმიტედს" შორის ხელშეკრულებას საქართველოში მაშინვე მოჰყვა საზოგადოებისა თუ პოლიტიკოსების კრიტიკა. ნიშანდობლივია, რომ რუსულ სახელმწიფო კომპანია "როსნეფტს" რუსეთისთვის დაწესებული დასავლეთის სანქციებიც შეეხო. ამას გარდა, კომპანია ოპერირებს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზეც, რომლითაც არღვევს საქართველოს კანონს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ".

მადნეული

RMG Gold-ი და RMG Copper-ი ძვირფასი ლითონების მომპოვებელი კომპანიებია, რომელთა ერთადერთი მფლობელი ოფშორულ ზონაში, ნიდერლანდებში, რეგისტრირებული Rich Metals Group-ია. მისი მფლობელები რუსი მილიარდერები - დმიტრი ტროიცკი და დმიტრი კორჟიევი არიან, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს წევრია ირინა ნიკიფოროვა წაიკითხეთ სრულად

18- წლამდე ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ხვალ იწყება - დეტალური ინფორმაცია

მეთხილე ფერმერები წელს რეკორდულ მოსავალს ელოდებიან - რა ფასში იბარებენ წელს თხილს?

193 300 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბანკის 3 თანამშრომელი დააკავეს - როგორ ატყუებდნენ ბანკს ბრალდებულები