ავტორი:

15 ნაკლი, რომელიც იდეალურ ქალს უნდა ჰქონდეს

15 ნაკლი, რომელიც იდეალურ ქალს უნდა ჰქონდეს

სრულყოფილება ან არ არსებობს, ან ყველაფერი სრულყოფილია. ყველა ადამიანს აქვს თვისებები, რომლებმაც შეიძლება გაგვაღიზიანოს, ან მოგვხიბლოს. ფსიქოანალიტიკოსებსა და ფილოსოფოსებს თუ ვენდობით, ადამიანები უფრო მეტად ღირსებების კი არა, ნაკლოვანებების გამო გვიყვარდება.

როგორია იდეალური ქალი? ამაზე ყველა კაცი სხვადასხვაგვარ პასუხს იძლევა, მაგრამ ყველა ცდება, რადგან კრიტერიუმი ერთადერთია - იდეალურია ის, ვინც გიყვარს. ქალები და კაცები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან. სწორედ ამ განსხვავებების გამო აკრიტიკებენ ისინი ყველაზე მეტად ერთმანეთს და სწორედ ამ განსხვავების გამო უყვარდებათ კიდეც.

მაშ ასე, მელას თავისი მახრჩობელა უყვარდაო, ტყუილად არ უთქვამთ ძველებს – 15 ნაკლი, რომელიც იდეალურ ქალს უნდა ჰქონდეს:

1. ზედმეტად ბევრ ფიქრობს თქვენზე

გონებაში გამუდმებით თქვენ და თქვენი ცხოვრება უტრიალებს, ფიქრობს რა იქნება თქვენთვის უკეთესი, რა უნდა გააკეთოთ, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ იმისთვის, რომ ბედნიერი იყოთ და მერე ამ გენიალური იდეების, თქვენთვის გაურკვეველი მეთოდებით, თქვენთვისვე ჩაწვეთებას, ან კიდევ პირდაპირი უხეში მეთოდებით თავში ჩატენვას ცდილობს.

2. ძალიან დიდ დროს ანდომებს მომზადებას

ამას თითქმის ყველა კაცი მწყობრიდან გამოყავს – ზიხარ, ელოდები და უყურებ, როგორ იცვლის ერთმანეთზე უკეთეს სამოსს სამოსზე და მაინც საშინლად არ მოსწონს თავი. თქვენ 8 საათზე ხართ წვეულებაზე დაპატიჟებული, ახლა კი უკვე 9-ის ათი წუთია. სამაგიეროდ, ის ყველაზე ლამაზი იქნება ამ საღამოს და თქვენც ხომ იმიტომ შეგიყვარდათ, ყველაზე ლამაზი რომ არის? რემარკი წერდა – როდესაც ქალი სარკესთან ტრიალებს, ამ დროს იხსნება მთელი მისი სამყარო და ამ დროს არის ყველაზე მომხიბლავიო.

3. არცერთი თქვენი ნაკლი არ ეპარება

ჩვენ ვიცით, რომ ბევრი ნაკლი გვაქვს, თავადაც ვიცით და თითქოს გვაღიზიანებს ამ ნაკლზე მითითება, თუმცა როდესაც ადამიანმა შენი ყველა ნაკლი იცის და მაინც უყვარხარ, ძალიან მაგარია. ამას ყველა კაცი აფასებს, რამდენიც არ უნდა იბუზღუნოს. მან იცის, რომ ნაკლზე მითითება და გამოსწორების მცდელობა ყველა ქალში არსებული დედური ინსტიქტების ბრალია, თითქოს თქვენს გაზრდას ცდილობს. კაცები ბოლომდე ბავშვად რჩებიან და მოსწონთ, როდესაც ისევ ბავშვად გრძნობენ თავს.

4. საიდან რა იდეა მოსდის თავში, ვერ გაიგებ

ხან პიკნიკის გეგმები აქვს, ხან რომელიმე მწვერვალის დალაშქვრის, რომელიმე სულელური მელოდრამის ყურების, ან ბანჯით გადმოხტომის… ის სპონტანური და არაპროგნოზირებადია. ის სუნთქვის, მოდუნების საშუალებას არ გაძლევთ, თითქოს ეშინია, რომ რამეს ვერ მოასწრებთ, რომ მოგწყინდებათ... და თქვენ თუ ამავე ენთუზიაზმით არ შეხვდით მის იდეებს, თავბედს გაწყევლინებთ, რადგან რეალურად ის ამ ყველაფერს თქვენი ბედნიერებისთვის აკეთებს და არა საკუთარი თავისთვის. წაიკითხეთ სრულად

მაღალ მთაში -20 გრადუსია მოსალოდნელი, გაძლიერდება ქარი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

25 იანვარს ჩინური ახალი წელი დგება - როგორ უნდა შეხვდეთ მას და რა უნდა გააკეთოთ 15 დღის განმავლობაში, რომ ბედნიერება დაიბედოთ

7 თებერვლამდე ვენერა თევზებშია - ვის რა ელის სასიყვარულო ასპარეზზე და როგორ იმოქმედებს ეს დრო ჩვენს ფინანსებზე