ავტორი:

თვითნებურმა ქმედებამ უბედური შემთხვევა გამოიწვია - დაცული ტერიტორიების სააგენტო 16 წლის გოგონას დაკარგვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თვითნებურმა ქმედებამ უბედური შემთხვევა გამოიწვია - დაცული ტერიტორიების სააგენტო 16 წლის გოგონას დაკარგვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დაცული ტერიტორიების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

"ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, „ნინოსხევის ჩანჩქერის" მარშრუტზე ადიდებულია მდინარე და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ლაგოდეხის ადმინისტრაცია აღნიშნულის შესახებ აფრთხილებს ყველა ვიზიტორს და ალტერნატიული ტურისტული ბილიკებით სარგებლობის შესაძლებლობას სთავაზობს. ვიზიტორთა ქცევის წესების დარღვევა, რაც აღნიშნული მითითებების გაუთვალისწინებლობასა და თვითნებურ ქმდებაში გამოიხატა, დღეს „ნინოსხევის ჩანჩქერის" მარშრუტზე უბედური შემთხევვის მიზეზი გახდა.

დაცული ტერიტორიების სააგენტო გაფრთხილებთ, დაემორჩილოთ სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების მითითებებს და მკაცრად დაიცვათ ვიზიტორთა ქცევის წესები", - აღნიშნულია განცხადებაში.

ექსკურსიაზე მყოფი 16 წლის გოგონა დღეს ნინოსხევის ჩანჩქერთან მდინარეში ჩავარდა და დინებამ წაიღო.

"მე და ჩემმა ოჯახმა დავკარგეთ გულითადი მეგობარი" - ბიძინა ივანიშვილი ანზორ ერქომაიშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს

"არ მგონია არსებობდეს ექიმი, რომელიც ვაქცინაციას დაუკავშირებდა მის გარდაცვალებას" - "მედკაპიტალის“ გენერალური დირექტორი გარდაცვლილ ექიმზე

"რუსო რომ ციხიდან გამოვიდა, ამ დროს მანქანაში ვიჯექი... ძალიან ემოციური ვარ, ვერ შევძელი მასთან საჯაროდ შეხვედრა" - რას ჰყვება ნინო დარასელი დედის ციხიდან გათავისუფლებაზე?