ავტორი:

"ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობა სხვამ ჩაიდინა" - იაგო ნებიერიძის საბოლოო სიტყვა სასამართლო პროცესზე

"ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობა სხვამ ჩაიდინა" - იაგო ნებიერიძის საბოლოო სიტყვა სასამართლო პროცესზე

ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობა სხვამ ჩაიდინა. ასევე ვიცი ძველი დანაშაულის შესახებ, რომელიც 14 წლის წინ მოხდა და საფლავის ადგილდებარეობა. ამის თქმა რომ აღარ გამებედა, ამის გამო გამწირეს და ასეთ დღეში ჩამაგდეს, - ამის შესახებ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულმა იაგო ნებიერიძემ თავის საბოლოო სიტყვაში სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც ნებიერიძის ადვოკატი "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა სასამართლოში განაცხადა, რომ 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის საფლავის ადგილმდებარეობა იცის, რის გამოც, მისთვის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის დაბრალება მოხდა.

ადვოკატისთვის საკმარისი არ არის სახელმწიფო ბრალდების მიერ საქმეში წარმოდგენილი უამრავი მტკიცებულება. მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნები, რითიც იაგო ნებიერიძის მიერ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენა დასტურდება.

"საქმეში მტკიცებულებები ჰყვავისო, ვერ გეტყვით. არის რაღაცეები, მაგრამ ბევრი ეჭვქვეშ დასაყენებელი მტკიცებულებაა. შეხება არის, მაგრამ მან რომ ჩაიდინა აღნიშნული ქმედება მსგავსი მტკიცებულება არ არის. საბოლოო სიტყვის დროს, ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა აღნიშნა, რომ ვიღაცეები აშინებდნენ და აშანტაჟებდნენ. ნებიერიძემ განაცხადა, მკვლელობის ადგილზე იმიტომ მივედი, რომ დამიბარესო. იქ სულ სხვა საქმეზე ვიყავი მისული და სულ სხვა რამ მოხდაო. არ ამბობს, ვინ დაურეკა. ორმა თუ სამმა პირმა დამირეკა, შეხვედრა მკვლელობის ადგილზე დავთქვით და მოხდა, ის რაც მოხდა, მაგრამ სხვამ ჩაიდინა მკვლელობაო", - აღნიშნა ადვოკატმა პაპოშვილმა.

ის თბილისის საქალაო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, იაგო ნებიერიძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, გაასაჩივრებს.

გურჯაანში 16 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

"შევცდი... არ ვიცი, სატანა დამაჯდა მხარზე, თუ რა ჯანდაბა მოხდა" - დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ პროკურორს პატიმრობა შეეფარდა

ჰაკერები, ინტერნეტ ტოტალიზატორების საშუალებით, მოქალაქეების ანგარიშებიდან თანხებს ხსნიდნენ - დაკავებულია 4 პირი