ავტორი:

500 რესტორნიდან მიტანის სერვისი, 200 კურიერი და 50%-იანი ფასდაკლებები - Menu.ge მიტანის სერვისს კიდევ უფრო ამარტივებს

500 რესტორნიდან მიტანის სერვისი, 200 კურიერი და 50%-იანი ფასდაკლებები - Menu.ge მიტანის სერვისს კიდევ უფრო ამარტივებს

რესტორნებიდან საკვების მიტანის სერვისი ელექტრონული კომერციის ერთ-ერთი წარმატებული სახეა, რომელიც როგორც ევროპის, ისე აზიის ქვეყნებსა და ამერიკაში წარმატებით მუშაობს.

საჭმლის გამოძახების სერვისი საქართველოშიც პოპულარული გახდა. აღნიშნული მომსახურება ჩვენს ქვეყანაში 5 წლის წინ Menu.ge-მ შემოიტანა. ამ პერიოდში, საჭმლის გამოძახებას ჩვენს ქვეყანაში ნდობით არც საზოგადოების და არც თავად სარესტორნო ბიზნესის მფლობელთა ნაწილი უყურებდა, თუმცა მოთხოვნის შესაბამისად, ვითარება შეიცვალა.

საკვების გამოძახების სერვისი - Menu.ge მოსახლეობის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი გახდა, რესტორნებს გაყიდვების ზრდის საშუალება მისცა, მომხმარებლებს კი უფრო მეტი კომფორტი შეუქმნა.

საინტერესოა, როგორ მუშაობს კომპანია Menu.ge, რომელიც საქართველოში საკვების გამოძახების სერვისში ფაქტობრივად, პიონერი იყო და როგორც ვითარდება ის?

Menu.ge-ს ბევრი შრომა მოუწია, რათა ჩვენი ნდობა მოეპოვებინა და ამავდროულად, განვითარებაზე ეზრუნა. საბოლოოდ, ის საქართველოს 5 ქალაქშია წარმოდგენილი, დაახლოებით, 500 რესტორნიდან გამოძახების სერვისი აქვს და 200 კურიერი ჰყავს დასაქმებული, რომელთა რაოდენობაც მუდმივად ზრდადია.

როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში Menu.ge-ს მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი ილია ღლონტი აღნიშნავს, განვითარების პროცესში კომპანიამ არაერთი მომხმარებელზე მორგებული სერვისი დანერგა. მათ შორის, არის 3 კილომეტრის მასშტაბით უფასო მიტანის სერვისი, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ Menu.ge გვთავაზობს.

ასევე, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც საკვების ერთ გამოძახებაში 50-100 ლარის გადახდის საშუალება არ აქვს, კომპანიამ 50%-იანი ფასდაკლების სერვისი შესთავაზა. ილია ღლონტი განგვიმარტავს, რომ ეს სერვისი განსაკუთრებით, სტუდენტებზეა მორგებული, რადგან ხშირად, მათ შეუძლიათ, სულ რაღაც 15 ლარად, 3 ადამიანზე შეუკვეთონ საკვები. აღნიშნული აქციების შესახებ კი როგორც სოციალური ქსელების, ისე კომპანიის ვებგვერდისა და ქოლ ცენტრის მეშვეობით ხდება ცნობილი.

კომპანია ცდილობს, ინოვაციურობის ტრენდს მიჰყვეს და ბაზარზე ლიდერის პოზიცია შეინარჩუნოს, ამიტომ რებრენდინგით არის დაკავებული. Menu.ge სულ მალე, ახალი ლოგოთი და გაუმჯობესებული სერვისით მოგვევლინება.

„დავნერგეთ დრონით მიტანის სერვისი. ასევე, „ფეისბუქზე“ მესენჯერში, ბოტის მეშვეობით გამოძახების სერვისიც შევიმუშავეთ, რომელიც პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს. თუ თქვენ აპლიკაციით სარგებლობა არ გსურთ ან ვებგვერდზე შესვლის დრო არ გაქვთ, შესაძლებელია, უბრალოდ, ბოტის მეშვეობით გააფორმოთ შეკვეთა. მომხმარებელს მაქსიმალურ კომფორტს ვუქმნით, რათა ყველაფერი სწორედ ისე იყოს, როგორც მას სურს და შეუძლია.

ყველანაირად ვცდილობთ, ჩვენს მომხმარებელს კომფორტული სერვისი შევთავაზოთ. ამდენი მიმართულებითა და საკომუნიკაციო არხით სწორედ ამიტომ ვოპერირებთ. ასევე, შევინარჩუნეთ სატელეფონო შეკვეთის სერვისიც, რაც მხოლოდ Menu.ge-ს აქვს. თუ კომპიუტერთან არ მეგობრობთ, შეგიძლიათ, სასურველი რესტორნიდან პროდუქტი ერთი ზარით შეუკვეთოს“, - აღნიშნავს ის.

რატომ არის Menu.ge სარესტორნო ბიზნესისთვის საინტერესო?

ბიზნესი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებს ფეხს არ უწყობს და ელექტრონულ კომერციაში საკუთარ თავს ვერ ხედავს, სავარაუდოდ, შედარებით ნაკლებადმომგებიანი იქნება, ვიდრე ის, ვინც ყველა გამოწვევას ღიად ხვდება.

Menu.ge-ს გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი, თათია ხელაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში იხსენებს, რომ 5 წლის წინ კომპანიის ვებგვერდზე ძალიან ცოტა რესტორანი იყო მითითებული, დღეს კი მათი რაოდენობა საქართველოს მასშტაბით დაახლოებით, 500-ზე მეტს შეადგენს. ეს არის დაუღალავი შრომით მოპოვებული ნდობის შედეგი, რომელიც კომპანიამ შეინარჩუნა და ყოველთვიურად, ქსელში ახალ ობიექტებსაც ამატებს.

როგორც თათია ხელაძე განმარტავს, Menu.ge-სთან თანამშრომლობა რესტორნებისთვის დამატებით გაყიდვებს ნიშნავს, რაც ყველა ბიზნესისთვის საინტერესოა. შესაბამისად, როგორც თბილისში, ისე გორში, რუსთავსა და ქუთაისში Menu.ge თითქმის ყველა დიდ მოთამაშესთან თანამშრომლობს.

რესტორნებისთვის მიმზიდველია Menu.ge-ს მიერ პროდუქტზე აღებული პასუხისმგებლობა. უფრო კონკრეტულად კი კვების ობიექტს უბრალოდ, კერძის სრულყოფა ევალება, მის კარგ, მიმზიდველ მდგომაროებაში სწრაფად ტრანსპორტირებას კი Menu.ge უზრუნველყოფს.

„ამასთან, ჩვენი პრიორიტეტია, რომ მიტანის სხვა სერვისებისგან განსხვავებით, 24-საათიანი მიწოდების სისტემა გვაქვს“, - აღნიშნა მან.

Menu.ge-ს დღეს 400 000 მომხმარებელი ენდობა. როგორც კომპანიის მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენელი განმარტავს, ეს სწორედ ის სტატისტიკური მონაცემებია, რამაც Menu.ge-ს მათი ავტორიტეტი და მოთხოვნადობის მაჩვენებელი დაანახა.

„ასევე, რესტორნებისთვის პრიორიტეტულია, რომ ნებისმიერ მისამართზე მიტანის სერვისი გვაქვს. ჩვენ არ გვაქვს შეზღუდული ზონები და ნებისმიერ მისამართზე, საიდანაც გამოძახება მოხდება, ვალდებულები ვართ, პროდუქტი მივიტანოთ“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება Menu.ge-ს როლს დასაქმების სისტემაში, კომპანიამ ცოტა ხნის წინ უმუშევრობის პრობლემის აღმოფხვრაში თავისი წვლილის შესატანად და უფრო მეტი მოტივირებული კადრის დასასაქმებლად, შექმნა პორტალი Dasaqmdi.aq.

ვებგვერდი ნებისმიერი ჩვენგანისთვის ხელმისაწვდომია და შესაძლებლობას გვაძლევს, მასზე მიმდინარე ვაკანსიები ყოველდღიურად ვნახოთ. სწორედ მისი მეშვეობით ეძებს Menu.ge კურიერებსა და ქოლ ცენტრის ოპერატორებს.

ქოლ-ცენტრის ხელმძღვანელის, ნინა დადვანის განმარტებით, Menu.ge სატელეფონო ზარების მეშვეობით საკმაოდ ბევრ შეკვეთას, იღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული საკომუნიკაციო არხი მომხმარებლისთვის საჭირო და კომფორტულია. ამის გათვალისწინებით, კომპანია სატელეფონო ზარის მეშვეობით შეკვეთის სერვისის შენარჩუნებას გეგმავს.

ამასთან, როგორც AMBEBI.GE-ს კომპანიის ლოჯისტიკის სამსახურის უფროსმს მიშა სარქისიანმა განუცხადა, აღნიშნულ ვაკანსიებზე კომპანიას კადრები მუდმივად ესაჭიროება, ამიტომ პორტალი ძალიან აქტიურია.

მისივე თქმით, მათ ვინც პორტალზე განაცხადის შევსებას ვერ ახერხებს, შეუძლია, პირდაპირ Menu.ge-ს ოფისში მივიდეს და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს გაესაუბროს.

„ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, ვისაც გულით სურს Menu.ge-ში მუშაობა. ყველაზე მთავარი ღირებულება, რაც ჩვენთან დასაქმებას მოაქვს, გუნდურობის შეგრძნებაა. დიახ, ზოგადად, ჩვენ ვართ ერთი გუნდი. ყოველდღიურად, როცა ათასობით შეკვეთა გვაქვს, რა თქმა უნდა უამრავ პრობლემას ვაწყდებით, რომლებსაც ერთად ვჭრით - ეს ჯანსაღი პროცესია, ეს არის ჩვენთვის ამომავალი წერტილი“, - აღნიშნა მან.

კომპანიის ადამიანური რესურსების მენეჯერის, სოფო კაციტაძის თქმით, კურიერის ვაკანსიაზე მოთხოვნა მაღალია. უფრო კონკრეტულად, Menu.ge-ს მიერ შექმნილ პორტალზე Dasaqmdi.aq დღეში საშუალოდ, 10 შეტყობინება მაინც შედის.

„ყველა კურიერმა იცის, რომ მუშაობისას აღმოჩენილი პრობლემები ერთად, გუნდურად წყდება ისე, როგორც ოჯახში და არა თანამდებობრივად. ჩვენს თავებს ყველა ერთი ოჯახის წევრებად აღვიქვამთ და ვიცით, რომ კურიერები ჩვენი სამსახურის ძალიან მნიშვნელოვანი რგოლია“, - აღნიშნა Menu.ge-ს წარმომადგენელმა.

კიდევ ერთი მიზეზი, თუ Menu.ge-ს კურიერად მუშაობა რატომ შეიძლება იყოს მიმზიდველი, ანაზღაურებაა. მიშა სარქისიანის თქმით, მოტივირებული და გეგმის სრულად შემსრულებელი კურიერის ხელფასი 1000 ლარზე მეტს შეაგენს-ხოლმე.

„შეიძლება, ბევრს გაუკვიდეს, მაგრამ თუ კურიერი გეგმას ძალიან კარგად ასრულებს, მისი ხელფასი შეიძლება, 1000 ლარზე ზემოთაც ავიდეს. ჩვენთან ყველაფერი დამოკიდებულია კურიერზე, მის მონდომებასა და მუშაობაზე“, -აღნიშნა მან.

რა გამოწვევები დგას Menu.ge-ს წინაშე და როგორ პასუხობს მას კომპანია?

ალბათ, ბევრი თქვენგანი განაწყენებულა რესტორნიდან მიტანის დროზე, რაც როგორც კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, ყველა ქვეყანაში პრობლემას წარმოადგენს. Menu.ge ამ გამოწვევას პასუხობს და მალე დრონით მიტანის სერვისს შემოგვთავაზებს, რაც პროდუქციის მიტანის დროს შეამცირებს.

კომპანია ხედავს გამოწვევებს და რებრენდინგთან ერთად, მიტანის უფრო სწრაფი სერვისის დანერგვას გეგმავს, სწორედ ამას ემსახურება ის სიახლეები და ცვლილებები, რაც ბოლო პერიოდში, Menu.ge-ში განხორციელდა.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის