ავტორი:

3 ნიშანი, რომ ცხოვრებას უაზროდ ფლანგავთ და 3 გამოსავალი ფსიქოლოგისგან

3 ნიშანი, რომ ცხოვრებას უაზროდ ფლანგავთ და 3 გამოსავალი ფსიქოლოგისგან

ჩვენ ყველას გვქონია მომენტები, როცა ძალიან უაზროდ მოგვჩვენებია საკუთარი ცხოვრება და ეს სირცხვილი სულაც არ გახლავთ. ეს შეგრძნება გამოღვიძების პროცესის თანმდევია. განვითარების უფრო დაბალ საფეხურზე მდგომ სულებს, ეს საერთოდ არ აწუხებთ.

ცხოვრებისეული მიზნის ქონა, პირადი ბედნიერების აუცილებელი პირობაა. გვჭირდება განცდა, რომ წვლილი შეგვაქვს რაღაც ძალიან დიდ საქმეში, გვჭირდება ისეთი რამის კეთება, რითიც ვიამაყებთ, თუმცა ეს ყველაფერი არც ისე მარტივია. ვალდებულებები, ყოველდღიური წვრილმანები, ლუკმა პურისთვის ბრძოლა… ბავშვებს ჭამა უნდათ, ჩაცმა, განათლების მიცემა, გადასახადებს გადახდა… პროდუქტების ფასი ყოველდღე იზრდება. ჩვენც 9-დან 6-ამდე მუშაობის გარდა არჩევანი აღარ გვრჩება.

არიან ადამიანები, რომლებიც ოჯახურ ვალდებულებებს ჯერ არ შესჭიდებიან, ჯერაც სწავლობენ, სტუდენტები არიან, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ თავისუფალი და ბედნიერი წუთებით დატკბნენ, ცხოვრების ამაოებისა და უაზრობის შეგრძნების გამო, დეპრესიით იტანჯებიან. მოკლედ, ეს ყველაფერი გარემოებებზე სულაც არ არის დამოკიდებული. ეს შინაგანი მდგომარეობაა, რომელსაც გაცნობიერება სჭირდება და მერე მუშაობა იმაზე, რომ რაღაც შეცვალო. თქვენ ცხოვრებას ფლანგავთ და ეს გაწუხებთ. დროა რაღაც შეცვალო, თუ:

1. ყველაფერი მოგბეზრდათ, ყელში ამოგივიდათ

არაფერი გხიბლავთ, არაფერი გიხარიათ. ის ყველაფერი, რაც ადრე სიხარულს განიჭებდათ, სულერთი ხდება. ყველაფერი უაზრობად გეჩვენებათ. მობეზრების საშინელი შეგრძნება ყველგან თან გდევთ და საკუთარ თავს გაურბიხართ ზედაპირული ურთიერთობებით, ტელეფონზე, კომპიუტერზე დამოკიდებულებებით, მუდმივად თავს ირთობთ, რომ არ იფიქროთ. ფულს ხარჯავთ ისეთ საგნებზე, რომლებიც არაფერში გჭირდებათ. დრო ისეთი რამის კეთებაში გაგყავთ, რომლის კეთება არც გიხარიათ და არც გჭირდებათ. თქვენ ცხოვრობთ შეგრძნებით, რომ ყველაფერი სულერთია და ერთი სული გაქვთ, როდის დამთავრდება ეს უაზრობა. წაიკითხეთ სრულად

როგორ გადაარჩინა ტყუპისცალი ძმის ჩახუტებამ დღენაკლული ახალშობილი - ემოციური ფოტოს ისტორია

ფროიდის 27 გენიალური ფრაზა

როგორ გავტეხოთ მამაკაცის გრძნობების საიდუმლო კოდი - კაცის 5 სისუსტე, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს