ავტორი:

5 საინტერესო სათამაშო, რომელიც ბავშვს განვითარებაში დაეხმარება

5 საინტერესო სათამაშო, რომელიც ბავშვს განვითარებაში დაეხმარება

სათამაშო ბავშვის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, თუმცა დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ სათამაშოს, რომელსაც ბავშვისთვის ვყიდულობთ. გარდა იმისა, რომ ის აუცილებლად ხარისხიანი უნა იყოს, სათამაშო ბავშვის განვითარებას უნდა ისახავდეს მიზნად. პედიატრები და ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ სათამაშო ბავშვის ასაკის შესაბამისად უნდა შევარჩიოთ. მთავარი აქცენტი კი უნდა გავაკეთოთ ისეთ სათამაშოებზე, რომლებიც პატარას მოტორიკას გაუვითარებენ, მათ სხვადასხვა როლის მორგებაში დაეხმარება და ახალი უნარებსა და შესაძლებლობებს შესძენს.

გთავაზობთ, რამდენიმე სათამაშოს რომელიც თქვენი პატარას განვითარებას, სწორ მიმართულებას მისცემს.

მეზღაპრე დათუნია

დათუნია კითხულობს 4 ზღაპარს და ინტერაქციულია. ის პატარას კონცენტრაციისა და მოსმენის უნარის განვითარებაში დაეხმარება. მისი დახმარებით ბავშვებს მარტივადაც დააძინებთ.

Fluffy

ეს არის მსუბუქი და ჰაეროვანი ფერადი პლასტელინი, რომელიც წყალში არ იძირება, ტივტივებს, ჰაერზე არ შრება. პლასტელინი მოძრავია, ხტუნავს და შეგიძლიათ მარტივად მისცეთ ნებისმიერი ფორმა. რაც შეეხება ძერწვას, ის ბავშვის განვითარებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი აქტივობაა, რადგან ძერწვა ეხმარება ბავშვს ხელის მოტორიკის განვითარებაში, უვითარებს ფანტაზიას, შემოქმედებით ნიჭს.

Fisher price

ამერიკული Fisher Price-ის ბრენდის რბილი, ფუმფულა, მუსიკალური ბეჰემოტი ვარსკვლავების პროექტორით პატარების საყვარელი სათამაშოა. რბილი ფუმფულა პლუში დამამშვიდებელი, ბუნების ხმებითა და მუსიკით შექმნილია სპეციალურად თქვენი პატარების მშვიდად და კომფორტულად ძილისთვის. ძილი კი ბავშვის განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა

clementonis ლაბორატორია

ეს არის შემეცნებით-განმავითარებელი სათამაშო 8+ ასაკის ბავშვებისთვის. სამეცნიერო მუზეუმი თქვენს შვილებს ფიზიკისა და ინჟინერიის საინტერესო შემეცნებას სთავაზობს. საინტერესო ექსპერიმენტებით დაწყებული ინტერესი კი სამომავლოდ შეიძლება დიდ მეცნიერებაშიც გადაიზარდოს.

ბარბი

ბარბის თოჯინები გოგონების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სათამაშოა. ბარბების საშუალებით ისინი სხვადასხვა როლს ირგებენ და ახალ ჩვევებსაც ივითარებენ. ამ და კიდევ არაერთი შემეცნებითი და ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული სათამაშოს შეძენა „პეპელას“ მაღაზიათა ქსელში განსაკუთრებული ფასდაკლებით შეგიძლიათ. 27 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით მაღაზიამ საბავშვო დღეები გამოაცხადა და მომხმარებელს სათამაშოების სრულ ასორტიმენტზე 20%-50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი