TOYOTA-ს პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ტოიოტას ავტომობილების მფლობელ ფიზიკურ პირებს საგაზაფხულო აქციით სარგებლობას მაისის ბოლომდე სთავაზობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ტოიოტა ცენტრ თბილისიდან“ აცნობეს.
მათი ინფორმაციით, აქციის ფარგლებში, ნებისმიერ მსურველს ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეცვლა სპეციალურ ფასად შეეძლება. გარდა ამისა, მას „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ფასდაკლების ბარათიც გადაეცემა.
„Corolla-ს მფლობელები, რომლებიც „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ აქციაში ჩაერთვებიან, ძველი ზეთისა და ფილტრის შეცვლას ძრავის ახალი ორიგინალი ზეთითა და ფილტრით 100 ლარად შეძლებენ, Prius-ის, Camry-ს და Toyota RAV4-ის მფლობელები კი ამ მომსახურებას 125 ლარად მიიღებენ.
დამატებით, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ აქციის ყველა მონაწილეს საჩუქრად გადასცემს 10%-იანი ფასდაკლების ბარათს, რომლის გამოყენებაც ტოიოტას მფლობელებს სამომავლოდ, მრავალჯერადი მომსახურების მიღებისა და ავტონაწილების შეძენის დროს შეეძლებათ.
„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მიერ საგაზაფხულო აქციის ფარგლებში შეთავაზებული ძრავის ზეთი და ფილტრები არის გარანტირებულად უმაღლესი ხარისხის, ორიგინალი (იაპონური) წარმოების და დამზადებულია სპეციალურად ტოიოტას მარკის ავტომობილებისთვის.
„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ავტომობილების მფლობელებს მოემსახურებიან „ტოიოტას“ მიერ სერთიფიცირებული მაღალპროფესიონალი ტექნიკოსები, რომლებიც ასევე მზად არიან, მომხმარებელს მათთვის საჭირო ნებისმიერ ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაცია გაუწიონ.
„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ საგაზაფხულო აქციაში ჩართვით, მომხმარებელი შეძლებს უმოკლეს დროში განაახლოს თავისი ავტომობილი და ამასთან ერთად, მაღალი ხარისხის მომსახურება მიიღოს.
აქციით სარგებლობის მსურველებს შეუძლიათ მიმართონ „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ შემდეგ მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-20 კმ, დილის 09:30-დან საღამოს 18:00 საათამდე. დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: 032 2511 032 2 522 022; www.toyota-tbilisi.com ,“ - ნათქვამია „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ინფორმაციაში.
NS