ავტორი:

საქონლის ხორცის ფასი შესაძლოა, 20 ლარამდე გაიზარდოს

საქონლის ხორცის ფასი შესაძლოა, 20 ლარამდე გაიზარდოს

ნოემბერ-დეკემბერში, საქართველოში საქონლის ხორცის საბითუმო ფასი შესაძლოა, 16-17 ლარამდე გაიზარდოს, ხოლო საცალო ფასმა, 20 ლარსაც გადააჭარბოს.

ფერმერები ადგილობრივ ბაზარზე არსებულ კრიზისულ ვითარებაზე საუბრობენ, რასაც პირუტყვის სულადობის შემცირებით ხსნიან და ამბობენ, რომ ფასების მატების ტენდენცია ადგილობრივი წარმოების ხორცის შემცირების გამო უკვე დაწყებულია.

მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე, ფერმერი ბექა გონაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია საქართველოდან 200 კილოგრამამდე ცოცხალი პირუტყვის ხორცის ექსპორტი აიკრძალოს. შეგახსენებთ, რომ მთავრობის დადგენილებით, წლის დასაწყისიდან საქართველოდან 140 კილოგრამამდე მოზარდი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი აიკრძალა.

"დღეს ქვეყანაში არის ხორცის დეფიციტი. რასაც 5-6 თვის წინ ვამბობდი, აბსოლუტურად ყველაფერი ახდა. ფასები უკვე გაზრდილია. ბაზარზე დღეს არსებულ ვითარებას თუ შევაფასებ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნოემბერ-დეკემბერში, საქართველოში ჩასაბარებელი ხორცის ფასი 16-17 ლარი იქნება, საცალო ფასი კი 20 ლარს გადააჭარბებს. ქვეყანაში ხორცის სერიოზული დეფიციტია და ამის მიზეზი ის არის, რომ ექსპორტზე გადის პატარა ბოჩოლები. ამას ისიც ემატება, რომ ადგილობრივ ბაზარზეც მოთხოვნა გაზრდილია ბოჩოლას ხორცზე. ეს კი იმას იწვევს, რომ სანამ დასაკლავ კონდიციამდე მივა საქონელი, კლავენ 40-50 კილოგრამს. ეს კი საბოლოოდ გამოიწვევს იმას, რომ თუ ჩვენ პირობითად ბოჩოლას ვყიდით 100 დოლარად, ხვალ მისი ყიდვა მოგვიწევს 300 დოლარად," - განაცხადა გონაშვილმა. იხილეთ ვრცლად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ