ავტორი:

ხვალ The New Generation Music Festival იხსნება!

ხვალ The New Generation Music Festival იხსნება!

ნახეთ თეო ჯორბენაძის გადაღებული ვიდეოს სრული ვერსია, რომლის ფრაგმენტებმაც ორი დღის წინ სოციალური ქსელი დაიპყრო - ანიტა რაჭველიშვილის კარმენი თბილისის მეტროში თეა დარჩიასთან და ნიკოლოზ რაჭველთან ერთად და ახალი თაობის ვირტუოზი მუსიკოსების ფესტივალის მხარდასაჭერად. ხელოვანთა კავშირი კონცეპტ-Art და ფონდი „იავნანა“ 31 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში წარმოგიდგენთ ახალი თაობის მუსიკოსების ფესტივალს The New Generation Music Festival. მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატები, ახალგაზრდა და პატარა მუსიკოსები, რომლებიც უკვე წლებია სოლო კონცერტებს მართავენ სიმფონიურ ორკესტრებთან საქართველოსა და მსოფლიოს პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში. ფესტივალისთვის საუკეთესო ძალები იკრიბება! სანდრო სიდამონიძე (ჩელო), გიორგი გიგაშვილი (ფორტეპიანო), სანდრო ნებიერიძე (ფორტეპიანო), სანდრო გეგეჭკორი (ფორტეპიანო), დავით ხრიკული (ფორტეპიანო), ანნა ჭანია (ვიოლინო), ანასტასია აღლაძე (ვიოლინო), ნანუკა გოლიაძე (ფლეიტა), რეზი მარშანია (ფორტეპიანო), ლიზი რაზმაძე (ფორტეპიანო). ისინი ყველგან იმარჯვებენ! ისინი ჩვენი ქვეყნის წარმატებულ მომავალს ქმნიან! გახდი მათი ტრიუმფის მომსწრე - შემოუერთდი ჩვენს ფესტივალს! ფესტივალის ფარგლებში 3 კონცერტი გაიმართება 31 მაისს, 3 და 7 ივნისს. ბილეთები იყიდება ვებ-გვერდზე biletebi.ge. ფესტივალის იდეის ავტორი და პროდუსერია თეო ჯორბენაძე.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი