ავტორი:

"კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!" - ქუთაისის საკრებულოს წევრის დამცინავი პოსტი ლაგოდეხში გარდაცვლილი გოგონას დაზე

"კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!" - ქუთაისის საკრებულოს წევრის დამცინავი პოსტი ლაგოდეხში გარდაცვლილი გოგონას დაზე

ქუთაისის საკრებულოს წევრმა ნანა კოსტავამ "ფეისბუქზე" ჟურნალისტ სალომე ბარკერის ფოტო გამოაქვეყნა თანდართული ტექსტით - "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!". აღნიშნული პოსტის გამო კოსტავას სრულიად სოციალურ ქსელი აკრიტიკებს. სალომე ბარკერი რამდენიმე დღის წინ, ლაგოდეხის ნაკრძალში ტრაგიკულად გარდაცვლილი 16 წლის მოსწავლის დაა.

ცოტა ხნის წინ კოსტავამ ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ "ბარკერის ოჯახზე თავსდამტყდარი უბედურების შესახებ არაფერი იცოდა", თუმცა მოგვიანებით "საბოდიშო" პოსტი წაშალა.

"ჩემო მეგობრებო, ნამდვილად არ ვიცოდი სალომე ბარკერის ოჯახზე თავსდამტყდარი უბედურება....ვუსამძიმრებ მის ოჯახს და განვიცდი ნამდვილად, მე ჩემი მენტალობიდან გამომდინარე ვებრძვი ჩემი გვერდიდან ქართული ფასეულობებისა და მართლმადიდებლობის შეურაცხმყოფელ ვიდეოებსა და გამონათქვამებს, ჩემი პოსტიც ამას ემსახურებოდა და მეტს არაფერს, მეც შვილების დედა ვარ და ზუსტად ისეთივე შოკს და ტრაგედიას განვიცდი, რასაც ეს ოჯახი. მომიტევეთ და მაპატიეთ" - წერდა საკუთარ პოსტში საკრებულოს წევრი.

ლაგოდეხში 16 წლის გოგონას ცხედარი მაშველებმა 27 მაისს იპოვეს. გარდაცვლილი სოფო ნიკოლეიშვილი სკოლა "ალბიონში" სწავლობდა, ლაგოდეხში თანაკლასელებთან და მასწავლებელთან ერთად იმყოფებოდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.