ავტორი:

გერმანელი ქირურგი ქართველ ბავშვებს ოპერაციებს „ნიუ ჰოსპიტალსში“ ჩაუტარებს

გერმანელი ქირურგი ქართველ ბავშვებს ოპერაციებს „ნიუ ჰოსპიტალსში“ ჩაუტარებს

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრს გერმანელი პროფესორი, მედიცინის დოქტორი, დიტრიხ ფონ შვეინიცი მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკიდან ეწვევა და ქირურგიულ პროცედურებს ჩაატარებს.

დოქტორი შვეინიცი მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორია და 40 წლიანი პროფესიული გამოცდილება მიღებული აქვს გერმანიისა და შვეიცარიის წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკებში. იგი ამჟამად მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკის საბავშო ჰოსპიტალის პედიატრიული ქირურგიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.

როგორც „ნიუ ჰოსპიტალსში“ განმარტავენ, კლინიკასა და მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკას შორის 2019 წლის მარტში 5 წლიანი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც პროფესორი შვეინიცი ნიუ ჰოსპიტალსს ეწვევა, ხოლო ნიუ ჰოსპიტალსის ბავშვთა ქირურგები კვალიფიკაციის ასამაღლებლად მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკის საბავშვო ჰოსპიტალში გაემგზავრებიან.

ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის,დავით ციბაძის თქმით, დოქტორ შვეინიცის მიერ დაწერილი წიგნები არაერთ ენაზე ითარგმნება, მათ შორის, ითარგმნა ქართულადაც და „ნიუ ჰოსპიტალსში“ სწორედ მისი პროტოკოლებითა და გაიდლაინებით ხელმძღვანელობენ.

„მიუნხენის ბავშვთა საუნივერსიტეტო კლინიკასა და მის დირექტორს ჩვენთან საკმაოდ მჭიდრო კავშირი აქვს, რადგან მასთანგერმანიაში ქართველი ექიმები მუშაობენ. ახალი მემორანდუმის ფარგლებში კი ჩვენი თანამშრომლობა უფრო მჭიდრო გახდება. დოქტორშვეინიცს უკვე ჰყავს რამდენიმე ქართველი პაციენტი, რომლებიც გერმანიაში ვერ ჩადიან, თუმცა ახლა ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, რომ ადგილზე გაიკეთონ საჭირო ოპერაცია. ქართველი ქირურგები ამ დრომდეც აქტიურად იღებდნენ მისგან დისტანციურ კონსულტაციასა და რჩევებს, ახლა კი ეს ურთიერთობები ახალ საფეხურზე გადადის,“ - განმარტავს დავით ციბაძე.

გერმანელი ქირურგის საქართველოში ჩამოსვლის პარალელურად, რას გულისხმობს თანამშრომლობის მემორანდუმი?

ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში „ნიუ ჰოსპიტალსს“ მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკის სხვა ექიმებიც ეწვევიან, რომელთა მონაწილეობით გაიმართება კონფერენციები, ლექცია-სემინარები და ვორქშოფები, რაც ხელს შეუწყობს გერმანულ მედიცინაში არსებული სიახლეებისა და მიღწევების ქართველი კოლეგებისთვის გაზიარებას.გარდა ამისა, ჩვენი კლინიკის ექიმები უფრო აქტიურად ჩავლენ გერმანიაში და იქ გადამზადდებიან.

დოქტორი შვეინიცი როდის ეწვევა საქართველოს და როგორ შეძლებენ პაციენტები მასთან მოხვედრას?

გერმანელი ქირურგი საქართველოში ივლისის ბოლოს ჩამოვა. მასთან კონსულტაციაზე მისვლის მსურველებმა წინასწარ კონსულტაცია უნდა გაიარონ „ჰიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ქირურგთან, რომელიც პაციენტის მდგომარეობის სირთულეს შეაფასებს და გადაწყვეტს, მას რამდენად სჭირდება ექიმი შვეინიცის დახმარება.

ვიზიტზე მოსვლა შეუძლიათ პაციენტებს, რომელბსაც აწუხებთ სხვადასხვა მიზეზების გამო გამოტანილი სტომა ან სხვა ნებისმიერი ქრონიკული ქირურგიული პრობლემა. ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა და კონსულტაციის ჩატარება შეუძლია ნებისმიერ დაზღვეულ თუ დაუზღვეველ ბავშვს. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ რაც შეიძლება ბევრი ბავშვისთვის იყოს სარგებლიანი მისი ვიზიტი.

ვმუშაობთ დაფინანსების საკითხებზეც. ამ ეტაპზე რაც დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ საქართველოში ქირურგიული ჩარევები გერმანელი სპეციალისტის მიერ ბევრად უფრო მისაღებ ფასად ჩატარდება, ვიდრე ეს გერმანიაში ხდება.

რთულ, ძირითადად, ჭრილობის გარეშე ოპერაციებს ის თავად ჩაატარებს. ისეთ ოპერაციებზე კი, რომლებზეც ქართველი ქირურგებიც მაღალკვალიფიციურები არიან, შვეინიცი დამკვირვებელი და რეკომენდატორი იქნება.მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ექიმები უსისხლო ოპერაციების ჩატარების ტექნიკებსაც მაღალ დონეზე შეისწავლიან, რადგან ასეთი ტიპის ოპერაციები ბევრად უფრო კომფორტული და უსაფრთხოა.

ზოგადად, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გერმანული მედიცინის მიღწევები საქართველოშიც დაინერგოს? რა აქტივობებს ახორციელებს ამ მიმართულებით „ნიუ ჰოსპიტალსი“?

გერმანული მედიცინა მათი ბუნებიდან გამომდინარე არის ძალიან კანონიკური. ის დაფუძნებულია მტკიცებით მედიცინაზე. მათ მიერ დადგენილი გაიდლაინები, მერე სხვადასხვა კლინიკის შესაბამის პროტოკოლებად ადაპტირდება. საბოლოოდ ვიღებთ შედეგს, რომელიც კლინიკისთვის უმნიშვნელოვანესია. ეს არის გართულებებისგან დაცული პაციენტი.

ჩვენს კლინიკაშიც გერმანელების დახმარებით დაინერგება პროტოკოლები, რომლებიც კონკრეტულად „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ქირურგიული მიმართულებისთვის იქნება დაწერილი. ის შესაბამისობაში იქნება ჩვენს სისტემებთან, აღჭურვილობასთან, ხარისხთან. თითოეული დეტალი გათვალისწინებული იქნება. ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ უკვე ძალიან წინ ვიქნებით და ქართულ მედიცინაში ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

ზოგადად, უცხოელი ექიმების ვიზიტები საქართველოში ისევე, როგორც ქართველების საზღვარგარეთ კლინიკებში პრაქტიკები, დიდი სტიმულია ჩვენი კლინიკისთვის, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქართული მედიცინის განვითარების საქმეში.

„ნიუ ჰოსპიტალსში“ სხვა უცხოელი ექიმებიც საქმიანობენ?

კლინიკას უცხოელ ექიმებთან ურთიერთობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. დიდი ხანია ჩვენთან აქტიურად საქმიანობს ლიტველი ოტო-რინო-ლარინგოლოგი საულიუს ვაიტკუსი. გვყავს ოფთალმოლოგებიევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. პედიატრიის მიმართულებით საფრანგეთის წამყვან კლინიკებთან გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა.

დიდი და ხანგრძლივი ურთიერთობა გვაქვს აშშ-ში მეიოს კლინიკასთან, რომლებიც ჩვენთვის წერენ პროტოკოლებს. აქ ჩამოდიან წელიწადში რამდენიმეჯერ დაგვეხმარებიან პროტოკოლების მომზადებაში, რაც საქართველოსთვის შეიძლება 20 წლის შემდეგაც ვერ გამხდარიყო ხელმისაწვდომი.

ექიმ შვეინიცზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით „ნიუ ჰოსპიტალსის“ ცხელ ხაზს ნომერზე 2 190 190

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი