ავტორი:

თბილისში კორპუსი ძლიერ აფეთქებას გადაურჩა

თბილისში კორპუსი ძლიერ აფეთქებას გადაურჩა

საბურთალოს რაიონში, ჭილაძის ქუჩის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ ღიად დატოვებული გაზქურის ონკანი გახდა.ამის შესახებ "ყაზტრანსგაზის" განცხადებაშია ნათქვამი.

"აფეთქების შესახებ ინფორმაცია კომპანიის ცხელ ხაზზე შეტყობინება 18:41 წუთზე შემოვიდა. კომპანიის სპეციალისტების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დადგინდა, რომ აღნიშნული კორპუსი გაზის დიდი რაოდენობით დაგროვების გამო ძლიერ აფეთქებას გადაურჩა. მეზობლების განცხადებით აღნიშნული ბინა გაქირავებული იყო. დაშავებულია სამი ადამიანი რომლებსაც მსუბუქი დამწვრობა აღენიშნებათ. დამატებითი დეტალები გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მგომარეობაში და უყურადღებოდ. ამით საფრთხეს უქმნით, თქვენი ოჯახის წევრების და მეზობლების სიცოცხლეს", - აღნიშნულია განცხადენაში. .

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი