ავტორი:

რაჭაში მეათე დღეა 24 წლის ბიჭს ეძებენ - "ნადირობიდან მისი ძაღლი და ცხენი ნიკუშას გარეშე დაბრუნდნენ"

რაჭაში მეათე დღეა 24 წლის ბიჭს ეძებენ - "ნადირობიდან მისი ძაღლი და ცხენი ნიკუშას გარეშე დაბრუნდნენ"

რაჭაში მეათე დღეა 24 წლის ნიკა ჯელაძეს ეძებენ. როგორც დაკარგული ბიჭის ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ, 24 წლის ახალგაზრდა სანადიროდ წავიდა და სახლში აღარ დაბრუნებულა.

"მეგობრებო იშვიათად გთხოვთ რამეს, მაგრამ ამჯერად ყველა თქვენთაგანთან ერთი თხოვნა მაქვს. გთხოვთ ყველამ გააზიარეთ, რომ ეს ამბავი მთავრობამდე მივიდეს, რომ ყველანაირი ძალა გამოიყენონ იმისთვის, რომ ნიკუშა იპოვონ. ჩვენი ძმა და მეგობარი რაჭაში ნადირობისას დაიკარგა და 9 დღეა არ გამოჩენილა. მისი ძაღლი და ცხენი სახლში მესამე დღეს თავისით დაბრუნდნენ, მაგრამ ნიკუშას გარეშე" - წერს დაკარგული ბიჭის ახლობელი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ახალგაზრდას დაკარგვის შესახებ პოლიციას 6 დღის წინ მიმართა. გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, დაკარგული ახალგაზრდას სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

რას პასუხობს თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი მშობიარე ქალის ოჯახს, რომელიც ბავშვის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებს

ხელშეკრულებები, რომლებიც "ცენტრ პოინტის“ მშენებლობების გადაბარებას და დაზარალებულთა დაკმაყოფილებას გულისხმობს, ძალაში თებერვლის ბოლოდან შევა

m2 გთავაზობთ სახლს, რომელიც ბინაზე მეტია