ავტორი:

"გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის" პირველი ტური დასასრულს უახლოვდება

"გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის" პირველი ტური დასასრულს უახლოვდება

სახალხო ლიტერატურული კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019“ პირველი ტური 7 ივნისს სრულდება. კონკურსანტთა ნაშრომების ნახვა და ხმის მიცემა 7 მაისიდანაა შესაძლებელი შემდეგ ელ. მისამართზე: https://www.palitral.ge/konkursi.html

ხმის მიცემა ორივე ტურში მობილურის ნომრითაა შესაძლებელი. სულ რამდენიმე დღეში გამოვლინდება იმ 20 კორკუნსანტის ვინაობა, რომლებიც შემდეგ ეტაპზე გადავლენ. 10 მათგანს ირჩევს ხალხი, ხოლო 10-ს ჟიური გამოავლენს.

კონკურსის საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით მიმდინარეობს. მათი თითოეული ხმა უნიკალურია, ვინაიდან ერთი ტელეფონის ნომრით ერთი კონკურსანტისთვის ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ.

გამომცემლობა "პალიტრა L" კონკურსს მესამე წელია ატარებს. პროექტის მიზანია, აღმოაჩინოს ნიჭიერი ავტორები და ხელი შეუწყოს მათ, გამოვიდნენ საერთაშორისო სამწერლო ასპარეზზე.

მკითხველის როლი ამ კონკურსის განმავლობაში მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომაა კონკურსის ფორმატი ისეთი, რომ ნებისმიერ ადამიანს, საშუალება ჰქონდეს, გაეცნოს თანამედროვე ქართველი ავტორების შემოქმედებას და აირჩიოს საუკეთესო.

ხმის მისაცემად მომხმარებელმა შესაბამის ველში უნდა შეიყვანოს თავისი ტელეფონის ნომერი და დააჭიროს ღილაკს - "SMS კოდის მიღება". ამის შემდეგ მომხმარებელი მიიღებს SMS კოდს, რომელსაც ხმის მიცემისთვის ჩაწერს ველში - "SMS კოდი".

ხმის მიცემა უფასოა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი