თანამედროვე ცხოვრების რიტმი ისეა მოწყობილი, რომ ყოველდღიურად ჩვენს პირად სივრცეში ახალი ადამიანები იჭრებიან. ზოგიერთი მათგანი მალევე გვტოვებს, ზოგსაც ჩვენ თავად ვტოვებთ, ზოგიერთი კი გარკვეული პერიოდით მაინც რჩება. ზოგიერთებთან გულწრფელ მეგობრობას ვამყარებთ, ზოგიც უბრალოდ გვიყვარდება... რა თქმა უნდა, ამაში ცუდი არაფერია, რომ არა ერთი საგულისხმო ფაქტი, თუ თქვენს ახალ (ძველ) მეგობარს ან საყვარელ ადამიანს ან უბრალოდ "კარგ" ნაცნობს აქვს ამ ხუთიდან თუნდაც ერთი თვისება, მაშინ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ის თქვენ აუცილებლად გიღალატებთ.
ეგოისტია
ეგოისტს არ ღირს ბოლომდე ენდოთ. ის არასდროს აღიარებს თავის შეცდომებს და ყოველთვის, ყველა შემთხვევაში, სწორედ თქვენ დაგადანაშაულებთ. ნებისმიერ ხელსაყრელ სიტუაციაში გაგახსენებთ თქვენს სიტყვებს, საიდუმლოებებს, რომელიც კი მისთვის გითქვამთ, ამასთან ერთად იცოდეთ, რომ ეგოისტი ყოველთვის საკუთარ თავს და კომფორტს აირჩევს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის თქვენი გულისთვის მსხვერპლად არასდროს არაფერს შესწირავს.
ემპათიის უნარი არ გააჩნია
ვინც ღალატობს, როგორც წესი, თანაგრძნობის განცდას სრულებით მოკლებულია, უბრალოდ ვერ გრძნობს სინანულს ჩადენილი სიმდაბლის გამო, თუკი ხვდებით, რომ ამ ადამიანს ემპათიის მარცვალიც კი არ აქვს, უმჯობესი იქნება, თუ მასთან ყოველგავრ კონტაქტს დროულად შეწყვეტთ.
საიდუმლოს შენახვა არ შეუძლია
ადამიანი, რომელიც სხვის საიდუმლოებებს დაუფიქრებლად განდობთ, თქვენს ნდობას ცალსახად არ იმსახურებს, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მის თოთოეულ მეგობარს, თქვენს შესახებ ყველანაირი ინფორმაცია ზედმიწევნით ეცოდინება. წაიკითხეთ სრულად