ავტორი:

მიხეილ კალანდიასთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ, მისმა ძმამ სასამართლოს ეზოში მტრედები გაუშვა

მიხეილ კალანდიასთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ, მისმა ძმამ სასამართლოს ეზოში მტრედები გაუშვა

მიხეილ კალანდიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შემდეგ, სასამართლოს ეზოში მისმა ძმამ, ლუკა კალანდიამ მტრედები გაუშვა.

როგორც მან აღნიშნა, მტრედი არის თავისუფლების სიმბოლო და სწორედ ამიტომ, სიმბოლურად გაუშვა მან მტრედები. რაც შეეხება მოსამართლის გადაწყვეტილებას, როგორც ლუკა კალანდია ამბობს, „უდანაშაულო ადამიანი ციხეში გაუშვეს“.

"ჩვენ დავამტკიცებთ მის უდანაშაულობას და ამას ყველა დაინახავს. მტრედები გავუშვით თავისუფლების ნიშნად, რადგან დავამტკიცებთ ჩვენს სიმართლეს და ყველაფერს თავის ადგილზე დავაყენებთ, როგორც საჭიროა", - განაცხადა ლუკა კალანდიამ.