ავტორი:

ბორჯომში ორ არასრულწლოვან გოგონას ეძებენ

ბორჯომში ორ არასრულწლოვან გოგონას ეძებენ

ბორჯომში ორ არასრულწლოვან გოგონას ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ისინი მეცხრეკლასელები არიან.

როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოსწავლეები, დილით, სახლიდან გავიდნენ და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი უცნობია. გოგონები სკოლაში დღეს არ მისულან.

"პოლიციამ ბორჯომში 2 არასრულწლოვანის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია დღის მეორე ნახევარში მიიღო. სამართალდამცველები დაუყოვნებლივ ჩაერთნენ არასრულწლოვანების სამძებრო ღონისძიებებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთს გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები",-აცხადებენ შსს-ს პრესსამსახურში

გუდაურში მკვლელობისთვის ბრალდებული მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, 6 პირს ბრალი წაუყენეს

რძლის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანისა და მუქარის ბრალდებით, დედამთილი დააკავეს

გუდაურის მკვლელობის საქმე: მერაბ კობიაშვილს ბრალი დაუმძიმდა