ავტორი:

"ის მისი მრავალრიცხოვანი მეგობარი გოგონების სიაში ირიცხებოდა" - რას წერს რუსული მედია უკრაინელი მოდელისა და სააკაშვილის რომანზე

"ის მისი მრავალრიცხოვანი მეგობარი გოგონების სიაში ირიცხებოდა" - რას წერს რუსული მედია უკრაინელი მოდელისა და სააკაშვილის რომანზე

ცნობილი უკრაინელი მოდელი ელენა ბურჩაკი, რომელსაც რუსული და უკრაინული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ექსპრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან რომანი ჰქონდა, რამდენიმე დღის წინ, მოსკოვთან ახლოს, ავარიაში მოყვა. Telegram-канала 112-ის ცნობით, 27 წლის მოდელი საკუთარი ავტომანქანით Range Rover-ს დაეჯახა.

არსებული ინფორმაციით, გოგონა ავტომანქანას თავად მართავდა. იგი დიდი სიჩქარით მოძრაობდა, რის გამოც საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ჯიპს შეეჯახა. მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა 29 აპრილს მოხდა. როგორც მედია წერს, ბურჩაკი სასწრაფო დახმარების მანქანის მოსვლასაც არ დაელოდა და შემთხვევის ადგილი Maybach-ის მარკის ავტომობილით დატოვა.

რუსული მედიის ცნობით, ბურჩაკმა და სააკაშვილმა ერთმანეთი კიევში, ერთ-ერთ ელიტარულ წვეულებაზე გაიცნეს და მას შემდეგ ის "სააკაშვილის მრავალრიცხოვანი მეგობარი გოგონების სიაში ირიცხებოდა."

თუმცა, სხვა ვერსიების თანახმად, მათ საკმაოდ ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდათ და ერთად დასასვენებლად მონაკოშიც იმყოფებოდნენ. არსებული ინფორმაციით, უკრაინელ მოდელს "პორშე" სწორედ მიხეილ სააკაშვილმა აჩუქა. ის საქართველოს ექსპრეზიდენტთან ურთიერთობას არ მალავდა და ამის შესახებ რამდენიმე ტელეგადაცემაშიც უსაუბრია.

ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ელენა ბურჩაკის წინააღმდეგ საქმე უკვე ორი მუხლით არის აღძრული - სხვისი ქონების დაზიანება და ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან მიმალვა. თუმცა, მალევე გაირკვა, რომ მან შეძლო და ადგილობრივ სამართალდამცავ უწყებებთან და ასევე შემთხვევის შედეგად დაზარალებულთან "პრობლემები მოაგვარა".

მოგვიანებით, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მადლიერია ყველასი, ვინც მას გულშემატკივრობდა და თქვა, რომ ახალი "პორშეს" შეძენას აპირებდა, რადგან ძველი პრაქტიკულად გამოუყენებელია. ამჟამად მოდელი მოსკოვში ცხოვრობს და ადგილობრივი შოუბიზნესის ცხოვრებაში აქტიურად არის ჩართული.

მედია ბურჩაკს "კიეველ ლამაზმანად" იხსენიებს, თუმცა, სინამდვილეში რუსეთში, ბრიანსკის ოლქში დაიბადა. მას უმაღლესი განათლება აქვს მიღებული, თუმცა სამუშაო გამოცდილება, თუ ფოტომოდელობას არ ჩავთვლით, არსად უფიქსირდება.

ბიზნესსექტორები მსოფლიოში, რომელთაც 2020 წელს ყველაზე მეტი სარგებელი და ზიანი მიიღეს

ვლადიმერ პუტინმა და ანგელა მერკელმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთობლივად წარმოების საკითხი განიხილეს

ქვეყნები, სადაც კორონავირუსზე ვაქცინაცია უკვე დაიწყეს - სად რამდენი ადამიანია აცრილი და რა ვიცით ვაქცინების გვერდით ეფექტებზე