ავტორი:

ე.წ. ჩინელების ბაზარში ხანძარი ლოკალიზებულია - დამწვარია დაახლოებით 1000 კვ.მ

ე.წ. ჩინელების ბაზარში ხანძარი ლოკალიზებულია - დამწვარია დაახლოებით 1000 კვ.მ

ე.წ. ჩინელების ბაზარში ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს შემთხვევის ადგილზე განუცხადა. მისი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დამწვარია, დაახლოებით 1 000 კვ.მ. ფართობი და პროდუქციის ნაწილი. ადგილზე მობილიზებულია 17 სახანძრო და 2 სამაშველო ბრიგადა.

„ჩინელების ბაზარში გაჩნდა ხანძარი. დამწვარია დაახლოებით 1000 კვადრატულ მეტრამდე ფართობი. ასევე, დამწვარია პროდუქციის ნაწილი, კერძოდ შერეული ტიპის ტანსაცმელი. ზარალის ზუსტ ოდენობას ახლა ვერ გეტყვით. დაშავებული არავინ არ არის. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ჯერ საუბარი ადრეა. ადგილზე მობილიზებულია 17 სახანძრო და 2 სამაშველო ბრიგადა. ადგილობრივ მოსახლეობას მოვუწოდებ, შეინარჩუნონ სიმშვიდე,“ - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი