ავტორი:

5 თანამედროვე წვეულება, რომელიც საქართველოშიც აქტუალური გახდა: როგორ უნდა მოაწყოთ დაუვიწყარი დღე

5 თანამედროვე წვეულება, რომელიც საქართველოშიც აქტუალური გახდა: როგორ უნდა მოაწყოთ დაუვიწყარი დღე

ოცდამეერთე საუკუნეში, როდესაც დეკორაციების მრავალფეროვნება გვაოცებს, წვეულების გაფორმება უბრალოდ ტექნიკური საკითხია! - ასე თვლიან ადამიანები, რომლებიც არასოდეს დამდგარან ამ პრობლემის წინაშე. სინამდვილეში, წვეულების მოწყობა ძალიან რთული და საპასუხისმგებლო საქმეა, რომელიც კრეატივს, კოლოსალურ ფანტაზიას და გემოვნებას მოითხოვს.

დღეისათვის, ნებისმიერი წვეულების გაფორმება, ყველაზე წარმოუდგენელი დეკორაციითაც კი არის შესაძლებელი. ადრე, განსაკუთრებული დღეების გაფორმებას თუ მხოლოდ პროფესიონალებს ანდობდნენ, ახლა ამის გაკეთება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. თუ დაგეგმილი გაქვთ წვეულება და მისი მოტივიც ცნობილია, მაშინ თქვენ ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ სტუმრები შესანიშნავ განწყობაზე დააყენოთ.

დღესასწაულების გასაფორმებლად ბევრი ხელმისაწვდომი მეთოდი არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და აქტუალური - ბუშტებია. მათი დახმარებით, ადვილად შექმნით საზეიმო, ან რომანტიკულ განწყობას. წვეულების შინაარსიდან გამომდინარე, ბუშტების ფორმებიც განსხვავებულია. არსებობს გულის, ცხოველების, რიცხვების და სხვადასხვა საგნების ფორმის ჰელიუმის ბუშტები.

ხუთი თანამედროვე წვეულება, რომელიც საქართველოშიც აქტუალური გახდა:

1. baby shower - წვეულება ჯერ არ დაბადებული ბავშვის სახელზე

სიტყვა-სიტყვით ითარგმნება, როგორც „საბავშვო შხაპი“. მისი აღნიშვნა დასავლეთის ქვეყნებშია მიღებული, მაგრამ თანამედროვე დედებმა ეს ტრადიცია ნელ-ნელა ჩვენთანაც გადმოიტანეს. რა ჯობია, მეგობრების შეკრებას, მხიარულებას, ზღვა პოზიტივს და სასარგებლო საჩუქრებს? ბავშვის გაჩენის მერე, ასეთი შესაძლებლობა მალე ნამდვილად აღარ მოგეცემათ.

როგორც წესი, ასეთ წვეულებაში მონაწილეობას ის ქალები ღებულობენ, ვისაც უკვე აქვთ გამოცდილება და შეუძლიათ მომავალ დედიკოს გამოსადეგი რჩევები მისცენ.

ტრადიციული ბეიბი შაუერის ორგანიზების საკითხს, საკუთარ თავზე მომავალი დედის დაქალი იღებს. წვეულება სახლში, მეგობართან, კაფეში ან რესტორანში ეწყობა. უფრო დიდი ეფექტისთვის, ბეიბი შაუერის ორგანიზება საიდუმლოდ ჯობია. ეს შესანიშნავი სიურპრიზი იქნება ორსულისთვის.

გამომდინარე იქიდან, რომ ეს წვეულება ახალშობილისთვისაა, დეკორაციაც შესაბამისი უნდა იყოს. ბუშტები, ლენტები, გირლიანდები, ფოტოები პატარა ბავშვების გამოსახულებებით და ა.შ.

2. bachelorette - ქორწინების წინა წვეულება პატარძლისთვის

როგორც წესი, ამ წვეულებას საპატარძლოს დაქალები აწყობენ. ეს ყველაზე სახალისო წვეულებაა და უდიდეს როლს სწორედ დეკორაცია ასრულებს. განსაზღვრეთ კონცეფცია: სტილი, ფერი, განწყობა, თემატიკა. გაითვალისწინეთ საპატარძლოს ინტერესები, რა უფრო მოეწონება მას? რომანტიკა, ადრენალინი, იუმორი, გლამური და ა.შ.

3. პიჟამაფართი

დაბადების დღის, ან მეგობრული შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ვარიანტია „პიჟამა ფართი“. ეს არის წვეულება, რომელიც ყველას დაამახსოვრდება. მის მოსაწყობად ოთახის გაფორმება დაგჭირდებათ. მოიმარაგეთ ბევრი ბალიში და კარგი იქნება, ოთახს თემატური ბუშტებით თუ გააფორმებთ.

რა უნდა აკეთო პიჟამა ფართიზე? - პასუხი მარტივია, უნდა იმხიარულო! უსმინო მუსიკას, იცეკვო, გემრიელად წაიხემსო, გადაიღო ფოტოები, „იომო“ ბალიშებით, იხტუნო საწოლზე, ისროლო დარტსი და მოაწყო კონკურსი, „საუკეთესო პიჟამა“. ოთახი გაანათეთ პატარა სანათებით, მყუდრო განწყობისთვის. კარგი იქნება თუ მოამზადებთ „მილქშეიკს“ ან კაკაოს.

4. წვეულება ბავშვებისთვის

არ არის აუცილებელი, შვილის დაბადების დღეს დაელოდოთ. დაუვიწყარი წვეულების მოწყობა სახლში, ნებისმიერ დღეს შეიძლება. ბავშვებს ძალიან უყვართ სათავგადასავლო თამაშები. საბავშვო მეკობრეების წვეულება, ჩვეულებრივ დაბადების დღეს ნამდვილ თავგადასავალად აქცევს. თქვენ დაგჭირდებათ ინვენტარი -თვალის ასახვევი, გაჩეჩილი თმები, ბენდენა და რაღა თქმა უნდა, ხმალი. ასე გამოწყობილ ბავშვებს შეუძლიათ მოძებნონ განძი და გზადაგზა „რთული“ დაბრკოლებები გადალახონ. ასევე, შეგიძლიათ შეარჩიოთ ნებისმიერი თემა, მაგალითად, ჯაშუშები, ინდიელები, კოვბოები, კოსმოსი და ა.შ.

5. კორპორატიული წვეულება

მოსაწყენი კორპორატიული წვეულება ნამდვილ დღესასწაულად შეგიძლიათ აქციოთ. შეარჩიეთ სცენარისთვის სასურველი ჟანრი, მაგალითად, თრილერი ან დეტექტივი - „გაიტაცეს ბოსი“. ან, თამაში - ქვესტი. შეგიძლიათ ჰელიუმიან ბუშტებში დამალოთ მინიშნებები. ან, შეგიძლიათ მოაწყოთ წვეულება რეტრო სტილში.

ნებისმიერი წვეულების შესაბამის ჰელიუმის ბუშტებსა და აქსესუარებს კი MyDay-ში იპოვით. აქ 4000-მდე დასახელების, სხვადასხვა თემატიკის სადღესასწაულო აქსესუარია, რომლებიც ცხოვრების დაუვიწყარი მომენტების შექმნაში დაგეხმარებათ. აქ განსაკუთრებულია ისიც, რომ ადგილზე მიტანა 24 საათის განმავლობაში, ნებისმიერ ადგილზე არის შესაძლებელი, შეძენა კი მთელი საქართველოს მასშტაბით ვებგვერდიდან.

გამოსაშვები წვეულებაა, საზაფხულო მხიარულება აუზზე, მოულოდნელი სიურპრიზი დაბადების დღისათვის თუ ჩვეულებრივი ოთხშაბათი, ყოველი წვეულება იმსახურებს იყოს გამორჩეული და დასამახსოვრებელი.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის