ავტორი:

პირი, რომელმაც კასპში მამაკაცი მოკლა, მისი ცოლი კი დაჭრა, დააკავეს

პირი, რომელმაც კასპში მამაკაცი მოკლა, მისი ცოლი კი დაჭრა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და კასპის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული ნ.კ. ცხელ კვალზე დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, შურისძიების მიზნით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მცხოვრებ ცოლ-ქმარს - 1952 წელს დაბადებულ შ.ო.-ს და 1969 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს, მათივე საცხოვრებელი სახლის ეზოში, იარაღიდან არაერთხელ ესროლა და მრავლობითი ჭრილობები მიაყენა შ.ო.-ს, ხოლო მისი მეუღლე თავის არეში დაჭრა.

„მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი მეუღლე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მძიმე მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანა კასპის საავადმყოფოში, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია. პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის ორივე იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

"კისრის არეში 19 ჭრილობა აღენიშნებოდა, გარდაცვალება კი მწვავე სისხლნაკლებობამ გამოიწვია" - რა წერია კასპში მოკლული ნოდარ ღუნაშვილის ექსპერტიზის დასკვნაში

"ლიბერთი ბანკიდან" 3.5 მილიონი ლარი მოიპარეს - თანხის დაკარგვისთვის ყოფილ მენეჯერსა და 14 თანამშრომელს უჩივიან

"სამართალდამცავები ამცირებდნენ, ეუბნებოდნენ, მოვიდეს ახლა ვარლამი, გადაიხადოს ჯარიმებიო..." - რას ყვება ადვოკატი გუმათში დაკავებულების შესახებ