ავტორი:

ამრავლებს თუ არა სახეზე თმას ლაზერული ეპილაცია - სპეციალისტი გვირჩევს, როგორ მოვიშოროთ არასასურველი თმა

ამრავლებს თუ არა სახეზე თმას ლაზერული ეპილაცია - სპეციალისტი გვირჩევს, როგორ მოვიშოროთ არასასურველი თმა

ლაზერული თერაპია არის არასასურველი თმის მოშორება, რომელიც კანის მთლიანობის დარღვევის, დამწვრობის გარეშე უნდა ხდებოდეს სხეულის ნებისმიერ ზონაზე. რას წარმოადგენს ეს პროცედურები, რამდენად უსაფრთხოა და რა რისკები არსებობს მისი გამოყენებისას, ამაზე ლაზერული თერაპევტი, ნინი ასკურავა გვესაუბრება:

„ლაზერული თერაპია იდეალურია გაპარსული ზონებისთვის, რაც მხოლოდ რანმდენიმე პროცედურას საჭიროებს, ანუ პრობლემა მალე იხსნება. ის ასევე კეთდება სახეზეც. როგორც ლაზერულმა თერაპევტმა, შემიძლია ვთქვა, რომ ნემსით ეპილაცია იდეალურია სახის შემთხვევაში, მაგრამ იმის გამო, რომ მტკივნეულია, არსასურველია პაციენტებისთვის, შესაძლოა, ნაწიბურებიც დარჩეს, ფორები გაფართოვდეს, შესაბამისად, დროც მეტი უნდა, ამიტომ, ლაზერის გაკეთება ურჩევნიათ. მაგრამ, როგორც წესი, ლაზერი იდეალურია მაინც ტანისთვის, ანუ გაპარსული ზონებისთვის“, - გვეუბნება ნინი ასკურავა.

ლაზერის სახეობები

რამდენიმე სახეობა არსებობს - ალექსანდრიტის, დიოდური და ნეოდიმური, ანუ Nd-Yag და IPL ლაზერი (ფოტო). ბოლო ფოტოთერაპიას, რომელიც ლაზერო თერაპევტის თქმით, სინათლის სხივია, რაც გულისხმობს, რომ ყველაზე უსაფრთხო სხივია, გამოიყენება როგორც ბავშვებში 6 წლიდან, ასევე - ორსულებში. იმის გამო, რომ სინათლის სხივია, უსაფრთხოა, მაგრამ ცვენის ხარისხი 50 პროცენტამდე აქვს, ეს მაშინ, როცა ალექსანდრიტის ლაზერებს თმის ცვენის 100 პროცენტი აქვს. ესეც უსაფრთხოა, მაგრამ არც ერთი ლაზერი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულებში და ონკოლოგიურ პაციენტებში. მოზარდ გოგონებში კი ის მენსტრუალური ციკლის მოსვლიდან მხოლოდ ერთ წელიწადში გამოიყენება.

ალექსანდრიტის ლაზერი არის 755 ნმ-ანი სხივი, რომლის გამოყენების შემდეგ, თმის 100%-ანი ცვენა ხდება. მსოფლიოს მასშატაბით ალქესანდრიტის ლაზერი ყველა ერთი და იგივეა, მაგრამ აპარატებს შორის არის დიდი სახვაობა. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა დამცველობითი ფუნქცია აქვს შიგნით აპარატს, რამდენ ლინზას გაივლის, რომ პაციენტამდე უსაფრთხოდ და შედეგიანად მიაღწიოს. არსებობს კიდევ უფრო გაუმჯობესებული ახალი ალექსანდრიტის ლაზერი, alex moveo, რომელიც, კეთდება როგორც გარუჯულ კანზე, ასევე გაურუჯავზე, ასევე ყველა ტიპის კანსა და თმაზე. ამასთან, ღია ფერის თმის შემთხვევაშიც, "ღიაში" ბუნებრივი ღია ფერის თმა იგულისხმება და არა ჭაღარა.

ზოგადად ლაზერები მელანინზე (ფერზე) მომუშავე სხივებია. იქ, სადაც ოდნავ მაინც არის მელანინი, რა თქმა უნდა, აღიქვამს და თმას აცვენს, მაგრამ უმელანინო თმის შემთხვევაში ნემსი უნდა გამოიყენონ. ასე რომ, საფირის თავაკიანი ლაზერი alex moveo კეთდება, როგორც გაპარსულ ზედაპიზე, ასევე გაუპარსავზე.

- რამდენ პროცედურაში შუძლია შედეგის მოტანა, უსარგებლო თმის სხეულიდან გაქრობა?

- ეს 5-6 პროცედურაშია შესაძლებელი, მაგრამ აქ აუცილებლად დასაცავია შუალედები. რა შუალედებია ეს: არსებობს ფაზები - ანაგენი, კატაგენი და ტელოგენი. ანაგენის ფაზა ზრდის ფაზაა, ამ ფაზის შემთხვევაში, თავდაპირველად 4 კვირაში პროცედურა უნდა გავიმეოროთ, შემდგმ მატულობს ეს პერიოდები და გადადის 5-6-7 კვირაში და ამ შემთხვეაში შედეგი აქვს. ყოველი ასეთ დასხივების დროს, შესაბამისი თმის ფოლიკიულს ნელ-ნელა ვაპატარევებთ. ასე დასხივებული ფოლიკული საბოლოოდ ქრება.

- კლიენტების ნაკადი სავარაუდოდ ზაფხულში უფრო მატულობს? თუ ზაფხულისთვის ზამთარში ემზადებიან?

- ზოგადად, რა თქმა უნდა, უმჯობესია ლაზერები, რადგან მელანინზე მომუშავე სხივებია, როგორც თმას აქვს მელანინი, ანალოგიურად აქვს კანსაც, ამიტომ, ლაზერი ზუსტად ასევე აღიქვამს კანის მელანინსაც. მოკლედ, როგორც თმას ვწვავთ, ასევე შეიძლება, კანიც დაიწვას. ამიტომ, უმჯობესია, ღია ფერის კანი იყოს და ნაკლებად გარუჯული, რომლის შემთხვევაშიც ბევრად სწრაფად მივიღებთ შედეგს, საერთოდ კი, ეს ყველაფერი ზამთრის პროცედურებია იმისთვის, რომ მთელი ზაფხული დასვენებული ვიყოთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზაფხულში არ კეთდება. როგორც ვთქვით, dekas alex moveos აქვს ის უპირატესობები, რომელიც ჩვეულებრივად 6-დღიან რუჯზეც კეთდება ყველანაირი გაღიზიანებისა და დამწვრობის გარეშე.

- ჩვენ მივიღეთ ერთ-ერთი ქალბატონის წერილი რომელიც დახმარებას გვთხოვდა: „დავიწყე სახეზე „ალექსანდრიტის“ გაკეთება, ძალიან ცოტა და თხელი ღინღლი მქონდა. მას მერე 6 წელი გავიდა და თითქმის თვეში ერთხელ მიწევდა ისევ ამ პროცედურის გაკეთება, იმიტომ, რომ ღინღლის ნაცვლად ჩვეულებრივი თმა ამოვიდა, იმ ადგილებშიც კი, სადაც არ მქონდა. ამასთან, გამიჩნდა გამონაყარი, ფოლიკულიტი... საბოლოოდ გადავწყვიტე ნემსით ეპილაციაზე გადავსულიყავი იმიტომ, რომ თმის სამუდამოდ გაქრობის ერთადერთი საშუალებაა. ამას თვითონ ლაზერის სპეციალისტებიც აღნიშნავენ. თუმცა ნემსით ეპილაციას ძალიან დიდი დრო, ნერვები, თავიდან ფულიც უნდა, სანამ ლაზერით დასტიმულირებული თმა ამოდის და ამოდის უსასრულოდ, მაგრამ საბოლოოდ კარგი შედეგი მოაქვს.

მოკლედ აღმოჩნდა, რომ ალექსანდრიტის სხივი იფანტება და იქაც ხვდწება, სადაც არ გვინდა, რომ მოხვდეს და ამიტომ თმის საფარი უფრო დიდ ადგილზე ამოდის. დიოდზე ამბობენ, რომ უკეთესია, მაგრამ მაგას გაპარსვა უნდა და სახის გაპარსვა არ მგონია, კარგი ამბავი იყოს". რას ვუპასუხებთ ამ ქალბატონს?

- ზოგადად სითბური ზემოქმედების შედეგად, სახეზე შესაძლებელია, რომ ნებისმიერმა ლაზერმა - ეს იქნება ალექსანდრიტი თუ დიოდი, გააღვივოს თმის ფოლიკულები, გაამრავლოს, გაასქელოს თმის ღერი და არის შანსი, გამრავლდეს და მოეფინოს თუნდაც ბაკებიდან და ღაწვებისკენ. ეს აბსოლუტურად ყველა ლაზერს ეხება, თუმცა ტუჩი არის დაცული ზონა, მას არ ახასიათებს მსგავსი პრობლემა და ვფიქრობ, აუცილებელი ფაქტორია ყველა ლაზეროთერაპევტმა, როდესაც პაციენტს ცხოვრებაში პირველად აკარებს ლაზერს სახეზე, სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს, მე პირადად თავიდან სახეზე აუცილებლად ნემსის ეპილაციას ვთავაზობ და კარგად ვუხსნი, ამასთან, ხელს ვაწერინებთ, რადგანაც იმედი არ გაუცრუვდეს. ასევე იდეალურ წესრიგში უნდა ჰქონდეს ჰორმონები, არ უნდა იყოს არანაირი გენეტიკური ფაქტორი, რომ თმა ლაზერს კარგად დაემორჩილოს და, რაც მთავარია, კი არ შემცირდეს, არამედ გაქრეს, რაც შეეხება ფოლიკულიტს, შესაძლებელია ფოლიკულიტიც განვითარდეს არასწორი ლაზერის არჩევის შემთხვევაში. დასაცავია ის ფაქტორიც, რომ აუცილებელია, ლაზერის შემდგომ სწორი მოვლა. სახეზე რამდენიმე საათის განმავლიბაში არანაირი საცხი არ უნდა გამოვიყენოთ.

- რა რჩევის მიცემა შეგიძლიათ პაციენტებისთვის? რა გზა უნდა აირჩიონ იმისთვის, რომ სხეულიდან არასასურველი თმა მოიცილონ?

- ჩემთვის პირველია, ოქროს სტანდარტად აღიარებული ალექსანდრიტის ლაზერი და, რა თქმა უნდა, ფაზები, რაც პროცედურებს შორის დაცული უნდა იყოს. ამასთან, თუ რაიმე პრობლემაა, ენდოკრინოლოგის ან სხვა სპეციალისტის კონსულტაცია არის საჭირო, თუ ზაფხულში ვიწყებთ, ერთ კვირიანი შუალედები მზეს და ლაზერს შორისაა დასაცავი. ზოგადად ლაზერები არის დერმის დონემდე ჩამავალი სხივები და ის, რომ ორგანოებს შეეხოს ან დნმ შეცვალოს და რაღაც გამოიწვიოს, გამორიცხულია. არც კისტების წარმოქმნაში მონაწილეობს. ასე რომ, თუ ყველა წესს დავიცვათ, არანაირი საფრთხე არ არსებობს და რეალურად გავთავისუფლდებით არასასურველი თმისგან სამუდამოდ.

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება

"მამა, მაპატიე ყველაფერიო... მაშინ პირველად დამიძახა მამა" - სანდრო ბერაძის მშობლები აზარტული თამაშების წინააღმდეგ საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ

7 წესი, რომელიც ონლაინ შოპინგის უსაფრთხოებისთვის უნდა დაიცვათ