ავტორი:

დარდაგანი - რა იცის ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა საკუთარი იშვიათი გვარის წარმოშობაზე

დარდაგანი - რა იცის ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა საკუთარი იშვიათი გვარის წარმოშობაზე

რა ვიცით საკუთარი გვარის შესახებ, - ეს თემა ადამიანებში ყოველთვის დიდ დაინტერესებას იწვევს. ამჯერად ერთ იშვიათ გვარზე გვინდა გიამბოთ და ერთ-ერთი ასეთი გვარის წარმომადგენელია ლაშა დარდაგანი. პროფესიით რეჟისორია, 20 წელია ტელევიზიაში მუშაობს, ამბობს, რომ ამ სფეროში, არაერთ არხზე თითქმის ყველა პროფესია მოსინჯა, მაგრამ ამჯერად ლაშა დარდაგანს, როგორც გითხარით, არა მის საქმიანობაზე, არამედ მის იშვიათ გვარზე ვესაუბრებით.

ლაშას გარდა, დარდაგანს არავის ვიცნობ. უცნაური გვარების კი არა, კარგად ცნობილი და მასობრივად გავრცელებული გვარების პატრონებმაც ზოგჯერ არ იციან საკუთარი გვარის ისტორია, ლაშას ბევრი რამ აქვს გამოკვლეული.

„უახლოესი წინაპრები ბორჯომის ხეობიდან იყვნენ, მაგრამ ჩემი გვარის წარმომავლობაზე ბევრი სხვადასხვა ლეგენდა არსებობს: ერთი ვერსიით, იმერეთიდან იყვნენ და „დარდგანიძე“ იყო გვარი, გადასახლდნენ მესხეთში და დროთა განმავლობაში „ყაუხჩიშვილები“ გახდნენ, ბაბუაჩემი ბაბუის მამამ გიორგიმ „ყაუხჩიშვილი“ ძველი გვარით ჩაანაცვლა (რადგან „ყაუხჩი“ თურქულად „ქუდს“ ნიშნავდა და სავარაუდოდ, „ყაუხჩიშვილებს“ წარჩინებულ ადამიანებს უწოდებდნენ თურქები, ვინც ქუდით დადიოდა) და „ძე“ ჩამოაცილა - ასე გახდა „დარდგანიძე“ „დარდაგანი“ (ბორჯომის ხეობაში დღესაც არის პატარა დასახლება - არდაგანი და რამდენადაც ვიცი, 1921 წლამდე გიორგი დარდაგანს ეკუთვნოდა).

მეორე ვერსიით - „დარდაგანი“ ბერძნული გვარია (გავიკითხე და გავიგე, რომ საბერძნეთში მართლაც არიან დარდაგანები). ამ ვერსიას ისიც ადასტურებს, რომ გიორგი დარდაგანის ვაჟზე - ილია დარდაგანზე საბჭოთა უშიშროებას საქმე ჰქონდა აღძრული 1924 წელს მეტსახელით „გრეკ“, რადგან ის აჯანყების მომზადებაში მონაწილეობდა და აჯანყებულებს იარაღით ამარაგებდა, აჯანყება ჩაახშეს და ილიას ქვეყნიდან გაქცევა მოუხდა და ცოლისა და 5 შვილის დატოვება (ერთი ვერსიით, ის მთებში მოკლა რუსმა ოფიცერმა, მეორე ვერსიით, ცოცხალი გადარჩა და თეირანში გაიქცა). მოკლედ, ან იმერელი წინაპრები მყავს ან ბერძენი, მთელი ცხოვრება ყველა ამას მეკითხება, ვა სადაური გვარია? არ გაგვიგიაო... ვიცი, რომ იმერეთში, კერძოდ, წყალტუბოსა და ზესტაფონში დღესაც ცხოვრობენ დარდაგანიძეები (ვიცნობ კიდეც ერთს) და ისინი სავარაუდოდ, ჩვენი ნათესავები არიან,“ - გვეუბნება ლაშა და დასძენს, რომ სამწუხაროდ, ნახსენები ოთხი-ხუთი თაობის იქით, ანუ ბაბუის ბაბუის მამის იქით აღარაფერი იცის, ინფორმაციას ვერ ფლობს, არადა, მართლაც ძალიან დიდი ინტერესი აქვს...

387-კვებითი და 844-ალკოჰოლური ინტოქსიკაცია - საახალწლო დღებში ქვეყანაში 1254 გამოძახება დაფიქსირდა

ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, 21 წლის გოგო გარდაიცვალა

მკვლელობა წნორში - ახალგაზრდა მამაკაცმა დეიდა მოკლა