ავტორი:

"როცა გათავისუფლდები იმისგან, რაც ხარ, გახდები ის, ვინც გინდა, რომ იყო" - 25 გაკვეთილი, რომელიც სულ სხვაგვარად დაგანახებთ ცხოვრებას

"როცა გათავისუფლდები იმისგან, რაც ხარ, გახდები ის, ვინც გინდა, რომ იყო" - 25 გაკვეთილი, რომელიც სულ სხვაგვარად დაგანახებთ ცხოვრებას

"შემისწავლე ისე, როგორც გსურს, მაინც ვერ გეცოდინები,

რადგან ასგვარად განვსხვავდები იმისგან, როგორადაც შენ მხედავ.

გამოიხედე ჩემი თვალებიდან

და აღმიქვი ისე, როგორც მე აღვიქვამ საკუთარ თავს,

რადგან ვირჩიე იმ ადგილზე ყოფნა, რომლის გარედან დანახვასაც ვერ მოახერხებ" - რუმი

ჯალალ ედ დინ მუჰამედ ბალხი, რომელიც რუმის სახელით არის ჩვენთვის ცნობილი, მეცამეტე საუკუნის სპარსელი პოეტი, იურისტი, თეოლოგი, სუფი მისტიკოსი გახლდათ. მისი ნაწერები იმხელა სიბრძნით არის სავსე, ადამიანის მენტალობის სრული გარდაქმნა შეუძლია. გთავაზობთ მის 25 გაკვეთილს, რომელიც სულ სხვაგვარად დაგანახებთ ცხოვრებას:

"ნუ იქცევი ისე, თითქოს არარა იყო. შენ სამყარო ხარ გახელებულ მოძრაობაში"

"შენ დაიბადე პოტენციალით. შენ დაიბადე სულგრძელობით და რწმენით. შენ იდეალებითა და ოცნებებით მოხვედი ამ ქვეყანაზე. თან ფრთები მოგყვა. შენ არ ხარ ფორთხვისთვის გაჩენილი და ნუ ფორთხავ! ისწავლე ფრთების გამოყენება და იფრინე!"

"ყველაფერი შენშია ამ სამყაროში. ყველაფერი საკუთარი თავისგან ითხოვე!"

"რა გაჯადოებს ამ სამყაროში ასე ძალიან, როცა ოქროს საბადოები გაქვს სულში?"

"შენ ცხენზე ზიხარ, სოფელ-სოფელ დაწანწალებ და ყველას ეკითხები: ჩემი ცხენი ხომ არ დაგინახავთ?"

"როცა გათავისუფლდები იმისგან, რაც ხარ, გახდები ის, ვინც გინდა, რომ იყო" წაიკითხეთ სრულად

ქართველი ჩოგბურთელის წარმატება - ეკატერინე გორგოძე, კარიერაში პირველად, როლან გაროსზე იასპარეზებს

"მადლობა შენი წყალივით წმინდა და რეალური პერსონაჟებისთვის. შენი სილამაზისთვის" - მერაბ ნინიძე მარი ჯანაშიას ემოციურ პოსტს უძღვნის

UFC-ის ჩემპიონი, ხაბიბ ნურმაგომედოვი აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს - რა აკავშირებს დაღესტნელ სპორტსმენს კალაძესთან და ბერა ივანიშვილთან