ავტორი:

5 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ნამდვილ მეორე ნახევარს შეხვდით

5 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ნამდვილ მეორე ნახევარს შეხვდით

"ჩვენ შუაგულ ზღვაში შეხვედრილ გემებს ვგავდით, კურსი რომ შეიცვალეს და ახლა დროებით ერთი მიმართულებით მიცურავენ. თითქოს გზად შემთხვევით გადავეყარეთ ერთმანეთს, როცა გეზი სრულიად სხვადასხვა პორტისკენ გვქონდა აღებული და ეს ორივემ ვიცოდით. ერთმანეთის სულიერი ნახევრები ვერასოდეს გავხდებოდით. ის ჩემს სისტემაში შემოჭრილი უცხო სხეული იყო და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მესაყვარლებოდა, სისტემა, მართალია ფრთხილად, მაგრამ მაინც ცდილობდა მის გარეთ გამოდევნას..." რიჩარდ ბახი

სულიერი ნახევარი ის ადამიანია, ვისთანაც ძალიან ღრმა, მარადისობის ხარისხში აყვანილი, ემოციური კავშირი გაქვთ. ეს თითქოს ორი ნაცნობი სულის შეხვედრაა. სულების, რომლებიც სხვა ცხოვრებებში ან სხვა განზომილებებში შეხვედრიან ერთმანეთს და ახლაც სწორედ ერთმანეთთან შესახვედრად, ან ერთმანეთთან ვალების გასასტუმრებლად დაუბრუნდნენ მიწას. ადამიანები ასეთ კავშირებს, როგორც წესი, თავადვე გრძნობენ, მაგრამ თუკი მაინც ეჭვი გეპარებათ, ჩვენ გთავაზობთ ნიშნებს, რომლითაც შეგიძლით მიხვდეთ, "ის" მართლა "ის" არის თუ არა.

1. მყისიერი ქიმია

ბევრს არ სჯერა ერთი ნახვით სიყვარულის, მაგრამ ასეთებს ალბათ მეორე ნახევრები არც შეხვედრიან. ეს, რა თქმა უნდა, არ ხდება ისე კომიკურად, როგორც აღწერენ ხოლმე - "და მივხვდი, რომ მე მე ვიყავი და ის ის იყო". უბრალოდ პირველივე შეხვედრაზე გეუფლებათ გრძნობა, რომ ამ ადამიანს იცნობთ და ისიც გიცნობთ. რაღაცნაირი ქიმია წარმოიშვება, თითქოს იცანით და გახსოვთ, რომ კარგად უგებთ.

2. თქვენ გიადვილდებათ იყოთ თქვენი ნამდვილი მე

როდესაც მასთან ხართ, გრძნობთ, რომ ზუსტად ისეთს გაფასებთ და გცემთ პატივს, როგორიც ხართ. მონათესავე სულთან არ გჭირდებათ თქვენი გრძნობებისა და ემოციების შენიღბვა, რადგან არ გეშინიათ, რომ ვერ გაგიგებთ. თქვენ არ ცდილობთ მოირგოთ რამე როლი მასზე შთაბეჭდილების მოსახდენად, რადგან ის თქვენს სულს სცნობს და თქვენი სული უყვარს. წაიკითხეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს