ავტორი:

ბიას საერთაშორისო ფორუმი საინვესტიციო მრჩეველს, რიჩარდ ვილსონს უმასპინძლებს

ბიას საერთაშორისო ფორუმი საინვესტიციო მრჩეველს, რიჩარდ ვილსონს უმასპინძლებს

ბიას საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი - “განვითარებადი ბაზრების ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები” 2019 წლის 19 ივნისს, თბილისში გაიმართება, სადაც ერთ- ერთი მთავარი საკითხი ქონების მართვის ინდუსტრიის განვითარება იქნება.

კერძო საოჯახო ბიზნესები(Family Offices) და ქონების მართვის(Wealth Management) ინდუსტრია დასავლურ ქვეყნებში პოპულარული 1980-იანი წლებიდან გახდა და მას უდიდესი გავლენა აქვს ეკონომიკურ ზრდაზე. მრავალმილიონიანი კაპიტალის მქონე ოჯახებისთვის, ქონების მმართველი საინვესტიციო მრჩეველია, რომლის პასუხისმგებლობაც კლიენტის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება და ინვესტიციების სწორი დაბანდებაა. ქართულ ბაზარზე ქონების მართვის ინდუსტრია საწყის ეტაპზეა, თუმცა ბაზარზე არსებული საკონსულტაციო კომპანიები სთავაზობენ მომხმარებლებს ფინანსურ და საინვესტიციო კონსულტაციას, საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურებას, ქონების დაგეგმვასა და იურიდიულ სერვისს.

ფინანსების მართვისა და საინვესტიციო შესაძლებობების სწორი დაგეგმვა ბიას საერთაშორისო ფორუმის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში კერძო ოჯახური ოფისებისა და ქონების მართვის ინდუსტრიის განვითარებაზე ფორუმის ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი, Family Office Club-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, რიჩარდ ვილსონი ისაუბრებს.

რიჩარდ ვილსონი 100 მილიონი დოლარის მქონე ოჯახებს ეხმარება, გახდნენ საოჯახობიზნესები. ის არის პირველი ბესტსელერის ავტორი საოჯახო ბიზნესის ინდუსტრიაში. ამჟამად, რიჩარდ ვილსონი მართავს 14 კლიენტს, სამი მილიარდ დოლარიანი ოჯახის მანდატების ჩათვლით.

ბიას საერთაშორისო ფორუმი 500-ზე მეტ დელეგატს, 50-ზე მეტ სპიკერსა და 350-ზე მეტ აღმასრულებელ დირექტორს უმასპინძლებს. ფორუმზე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიც არის ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების რეგიონული ეკონომიკა, საოჯახო ბიზნესები და ქონების მართვა, საინვესტიციო შესაძლებლობები, კერძო და ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო პერსპექტივები და სალიზინგო შესაძლებლობებიგანვითარებადი ბაზრებისთვის.

ფორუმზე რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე - www.biaforum.ge ინფორმაცია სპიკერებისა და დღის წესრიგის შესახებ იხილეთ ბმულზე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი