ავტორი:

რატომ არის საჭირო სიმინდის ზეთის გამოყენება ყოველდღიურ რაციონში?

რატომ არის საჭირო სიმინდის ზეთის გამოყენება ყოველდღიურ რაციონში?

დიასახლისებისთვის კარგადაა ცნობილი მზესუმზირისა და ზეითუნის ზეთის სასარგებლო თვისებები. დიასახლისების უმრავლესობამ არ იცის, რომ სიმინდის ზეთი უფრო მეტად სასარგებლოა. ეს არის ღირებული პროდუქტი, რომელის გამოყენებაც შესაძლებელია როგორც სადილის მომზადებისას, ასევე შესაწვავად. აღსანიშნავია რომ სიმინდის ზეთის შემადგენლობა სასარგებლოა და ამავდროულად კერძს ანიჭებს სიმინდის სასიამოვნო სურნელსა და გემოვნურ თვისებებს. მისი გამოყენების შედეგად კერძი უფრო გემრიელი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ხდება. დიეტოლოგების მოსაზრებით, სიმინდის ზეთი ადამიანის ორგანიზმისთვის მარგებელი და ადვილად მონელებადია.

შემადგენლობის წყალობით სიმინდის ზეთი ორგანიზმისთვის ადვილად ათვისებადია. ბევრ ქვეყანაში მას მოიხსენიებენ „ოქროს“ სახელით. სიმინდის ზეთი შეიცავს А, B1, B2, F, PP და Е ვიტამინებს. მისი ყველაზე ცნობილი სასარგებლო თვისებაა დიდი რაოდენობით E ვიტამინის შემცველობა (თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე ზეითუნის ზეთში). სიმინდის ზეთი ორგანიზმს ეხმარება კარცეროგენებთან და თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლაში. მისი დამსახურებით კანი ინარჩუნებს ბუნებრიობას და ელასტიურობას, მათ შორის ძლიერი მზის, ქარის ან გარე ტოქსინების ზემოქმედების პირობებში.

როგორც დიეტური პროდუქტი მისი გამოყენება სასარგებლოა დიეტურ საკვებში, მათ შორის სალათებში. ამისი მიზეზი არის ცხიმოვანი მჟავები, რომელსაც შეიცავს სიმინდის ზეთი. ადამიანის ორგანიზმზე ცხიმოვანი მჟავების გავლენა სხვადასხვაგვარია: აუმჯობესებს მეტაბოლიზმს ან უზრუვნელყოფს ენერგიულობას. მაგალითად, ზოგიერთი ცხიმოვანი მჟავების მიღება აუმჯობესებს ტვინის ეფექტური ფუნქციონირების უნარებს. სიმინდის ზეთის მიღება არის ათეროსკლეროზის პრევენციის წინაპირობა, რადგან აუმჯობესებს ტვინში სისხლის მიმოქცევის პროცესს. სწორედ აღნიშნული თვისებების გამო სიმინდის ზეთი პოპულარული.

დიეტოლოგები სიმინდის ზეთის მიღებას ურჩევენ პაციენტებს, რომლებსაც გააჩნიათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები ან ათეროსკლეროზი. სიმინდის ზეთი შეიცავს პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებისა და ლეციტების კომპლექსს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში ცხიმის ცვლის მოწესრიგებასა და სისხლში ქოლესტერინის დონის ნორმალიზებას. აღსანიშნავია, რომ სიმინდის ზეთი ებრძვის მავნე ქოლესტერინებს, ამცირებს ათეროსკლეროზული ბალთებისა და თრომბების წარმოქმნის ალბათობას.

ცხიმის ცვლის პროცესის ნორმალიზების ხარჯზე სიმინდის ზეთი ხელს უწყობს ორგანიზმს ზედმეტი წონისგან განთავისუფლებაში. სწორედ ამიტომ ეს პროდუქტი ხშირად გვევლინება როგორც დიეტის შემადგენელი კომპონენტი. როგორც გასახდომი ზეთების უმრავლესობას, მასაც ახასიათებს კუჭნაწლავის მოტორული ფუნქციის მსუფუქი სტიმულაციის ეფექტი. ასევე ააქტიურებს საჭმლის მონელების პროცესს, რადგან ზეთს გააჩნია ნაღველმდენი ფუნქციების სტიმულირების უნარი. ის ზრდის ნაღვლის ბუშტის ტონუსსა და ნაღვლის გამომუშავების ტემპს.

სიმინდის ზეთი ძალიან სასარგებლოა ბავშვებისთვის. ის ითვლება ყველაზე უსაფრთხო (ალერგიის შემთხვევები იშვიათია) და მარტივად ათვისებად ცხიმად, რომელიც შეიცავს მთელ რიგ ნივთიერებებს და ხელს უწყობს ნორმალურ ზრდასა და განვითარებას.

სიმინდის ზეთი არის უნიკალური და შეუცვლელი პროდუქტი კულინარიაში. მას პრაქტიკულად არ აქვს გემო და სუნი, ამიტომ ხშირად იყენებენ ნებისმიერი კერძის მოსამზადებლად თუ გამოსაცხობად, ასევე ბავშვთა კვებაში. მისი დუღილის ტემპერატურა 230-238°C შეადგენს (უფრო მაღალია, ვიდრე მზესუმზირის ან ზეითუნის ზეთის), შესაბამისად ის უძლებს მაღალ ტემპერატურას სასარგებლო თვისებების დაკარგვისა და მავნე ნივთიერებების შეძენის გარეშე. სიმინდის ზეთი ყოველთვის ინარჩუნებს ლამაზ ოქროსფერ შეფერილობას, რომელიც ამავდროულად არის გემრიელი და სასარგებლო, ხელს უწყობს ჯანმრთელობისა და სილამაზის შენარჩუნებას.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის