ავტორი:

Black Eyed Peas-ის კონცერტისთვის მატარებლების სპეცრეისები დაინიშნა!..

Black Eyed Peas-ის კონცერტისთვის მატარებლების სპეცრეისები დაინიშნა!..

16 ივნისს, შეკვეთილში მდებარე „ბლექ სი არენა“ 2019 წლის სეზონს გრანდიოზულად ხსნის. ამერიკული ჰიპ-ჰოპ ჯგუფი „ბლექ აიდ ფისი“ საქართველოს ესტუმრება და კონცერტს „ბლექ სი არენაზე“ გამართავს. ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, რომ დიდი ინტერესით ელიან შეკვეთილში ვოიაჟს და ქართველ მსმენელთან შეხვედრას.

„ბლექ სი არენა“-სთან საქართველოს რკინიგზის თანამშრომლობის ფარგლებში, Black Eyed Peas-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის 14, 15,16 და 17 ივნისს თბილისიდან დამატებითი მატარებლები დაინიშნება.

14 ივნისს თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან მატარებელი გავა 8:50 სთ-ზე; „Black Sea Arena“-ს ბაქანზე კი ჩავა 13:20 სთ-ზე.

15, 16, 17 ივნისს თბილისიდან მატარებელი გავა 10:30 სთ-ზე; „Black Sea Arena“-ს ბაქანზე ჩავა 14:45 სთ-ზე.

17 ივნისს მატარებელი გაჩერდება Black Sea Arena -ას ბაქანზე და თბილისის მიმართულებით 01:25 საათზე წამოვა.

მეტი დეტალისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.railway.ge/. ბილეთები უკვე იყიდება.

რაც შეეხება კონცერტზე დასასწრებ ბილეთებს. მათი ყიდვა ჯერ კიდევ შესაძლებელია საიტებზე tkt.ge, eventer.ge., biletebi.ge.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი