ავტორი:

"კრიმინალები მოდიან პოლიტიკაში, ირაკლი ოქრუაშვილი ციხეში უნდა იყოს!" - სოსო რობაქიძე

"კრიმინალები მოდიან პოლიტიკაში, ირაკლი ოქრუაშვილი ციხეში უნდა იყოს!" - სოსო რობაქიძე

კრიმინალები მოდიან პოლიტიკაში, ოქრუაშვილი ციხეში უნდა იყოს,- ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ „შერატონ მეტეხი პალასში“ განაცხადა, სადაც ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური მოძრაობის პრესკონფერენცია უნდა დაიწყოს. რობაქიძე პრესკონფერენციის დაწყებამდე მივიდა დარბაზში, სადაც იმ დროს თავად ირაკლი ოქრუაშვილი არ იმყოფებოდა.

"კრიმინალები მოდიან პოლიტიკაში საქართველოში. კაცი არის მატყუარა. ეგ კაცი პოლიტიკაში როგორ უნდა მოვიდეს? ეგ წავა ციხეში! სამოქმედო გეგმაზე გავაკეთებ განცხადებას მომავალ კვირაში.

შეიძლება ადეიშვილმა, ოქრუაშვილმა, მერაბიშვილმა პარტია გახსნან და იქ ადამიანები მივიდნენ? ვინც მიდიან გარეწრები არიან. გავაცოცხლებ "გადაარჩინე სიცოცხლეს". ეტყობა დაავიწყდათ ვინ იყვნენ ესენი. ყველაზე ძლიერი ორგანიზაცია იქნება 2020-ში, სადაც ვერც „ნაცები“, ვერც ოქრუაშვილი და ასეთი ხალხი 10%-საც ვერ გადალახავს.

მაინტერესებს დღეს ოქრუაშვილთან ვინც მივა როგორ ჩაგვხედავს თვალებში, დასაჭერმა კაცმა სამართლიანობაზე როგორ უნდა ილაპარაკოს? არ ვაცდი პოლიტიკაში ყოფნას. ყველა ბოლოს „ნაცებთან“ მოიყრიან თავს. გუბაზს ვთხოვ, დიდ პატივს ვცემდი, სირცხვილი იქნება თუ ამოყოფ „ნაცების“ ოჯახში თავს, ისე როგორც შალვა შავგულიძე აღარც ადვოკატია, აღარც კაცი და აღარც პოლიტიკოსი" - აღნიშნა სოსო რობაქიძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები