ავტორი:

რა ქონებას ფლობს ქვეყნის სახელმწიფო ინსპექტორი, რომელიც პარლამენტმა გუშინ აირჩია

რა ქონებას ფლობს ქვეყნის სახელმწიფო ინსპექტორი, რომელიც პარლამენტმა გუშინ აირჩია

პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია. თოლორაიამ ინსპექტორის პოსტი 6 წლის ვადით დაიკავა. ის უფლებამოსილების განხორციელებას 3 ივლისიდან შეუდგება.

ცნობისთვის, სახელმწიფო ინსტიტუტის აპარატი სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მიზნით შექმნილი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმია, რომელიც 1-ელი ივლისიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე ამოქმედდება.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა რა ქონებას ფლობს თოლორაია, რომელიც მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

2019 წლის 28 თებერვალს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, თოლორაია ფლობს 67 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში. რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე 2 035.97 ლარი და 306,99 დოლარი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 10 000 ლარი ჰქონდა.

როგორც დეკლარაციაშია მითითებული, 2018 წლის 1-ლი იანვარი-7 თებერვლის პერიოდში, თოლორაია მთავარი პროკურატურაში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა, რა პერიოდშიც მისმა შემოსავალმა 5 520 ლარი შეადგინა, უკვე თებერვლიდან 2018 წლის 31 დეკემბრის პერიოდში კი შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე მუშაობისას შემოსავლის სახით - 64 080,58 ლარი აქვს მიღებული. ლონდა თოლორაია გასულ წელს მუშაობდა ასევე აღმოსავლეთ ევროპისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოწვეული ლექტორის პოზიციაზე, სადაც სხვადასხვა პერიოდით მუშაობისას 967,5 ლარი და 780 ლარი შემოსავალი მიიღო.

გრიგოლ ვაშაძე - "ქართული ოცნება" შერბილდა და სწორი მიმართულებისკენ დაიძრა"

2017 წლის შემდეგ, ალექსანდრე ჭიკაიძე საეჭვოდ გამდიდრდა - რა წერია "საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაში

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმიდან"