ავტორი:

სახალისო ფაქტები გოლფის შესახებ

სახალისო ფაქტები გოლფის შესახებ

როგორც წესი, მათ ვინც გოლფით სერიოზულად დაინტერესბული არ არის, ბევრი ინფორმაცია არ აქვთ ამ სპორტის შესახებ. სტერეოტიპული წარმოდგენა, რომ გოლფი მდიდარი, ხანშიშესული ადამიანების სპორტია, ყველაზე გავრცელებულია, თუმცა რაც უფრო ჩაუღრმავდებით გოლფის ისტორიასა თუ თანამედროვეობას, უფრო მეტ საინტერესო და სახალისო ფაქტს აღმოაჩენთ სპორტის შესახებ, რომელიც საქართველოში მხოლოდ ახლა იწყებს განვითარებასა და სპორტსმენების მოზიდვას.

• ამბობენ გოლფის ერთ-ერთი პირველი ბურთი ქათმის ან ბატის ბუმბულის შიგთავსით და ტყავით იკერებოდა. მაშინ ერთი ბურთის ფასი 10-20 დოლარი იყო.

• გოლფი პირველად 500 წლის წინ შოტლანდიაში ითამაშეს, თუმცა ჩინელების მტკიცებით, მსგავსი თამაში მათ ბევრად ადრე ჰქონდათ.

• მთვარეზე ადამიანებს მხოლოდ ორი სპორტი აქვთ ნათამაშები – გოლფი და ბადროს ტყორცნა.

• თუ თქვენ თვრამეტივე ფოსოსთან ფეხით მიხვალთ, ჯამში სადღაც 6.5 კილომეტრს გაივლით

• თუ გოლფის ერთ სრულ რაუნდს ითამაშებთ დაახლოებით 1000 კალორიას დაწვავთ

• ცნობილ მსახიობს სემუელ ელ ჯექსონს, რომელიც ასევე გოლფის მოთამაშეა, ყველა კონტრაქტში აქვს ჩადებული პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი ფილმის გადაღების დროს, კვირაში 2 დღე აქვს უფლება ითამაშოს გოლფი

• ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ვუდროუ უილსონი გოლფს თოვლშიც კი თამაშობდა, შავი ბურთების გამოყენებით.

• ცნობილი მომღერალი სელინ დიონი გოლფის ფანია. ის Mirage Golf club-ის მფლობელია, რომელიც კანადაში მდებარეობს

• მსოფლიო გოლფერების 25% ქალია

• გოლფის ბურთზე ფოსოების რაოდენობა - 336 ამერიკული ბურთის შემთხვევაში, ან 330 ია ბრიტანული ბურთის შემთხვევაში.

• ყველაზე დიდ სიმაღლეზე განთავსებული გოლფის მოედანი პერუში მდებარეობს. მოედნის ყველაზე დაბალი წერტილი ზღვის დონიდან დაახლოებით 4400 მეტრის სიმაღლეზეა. მოედანი 90-იანი წლების შემდეგ აღარ ფუნქციონირებს.

• გოლფის სპორტის ის გამონაკლისი სახეობაა, რომლის თამაშის დროსაც ალკოჰოლის მიღება ნებადართულია.

გოლფის შესახებ კიდევ უამრავი საინტერესო და სახალისო ფაქტი არსებობს. მთავარი ის არის, რომ ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ ასაკში შეუძლია ისწავლოს თამაში და თან ძალიან დიდი სიამოვნება მიიღოს პროცესით. თბილისში გოლფის ერთადერთი, საერთაშორისო სტანდარტების 18 ფოსოიანი მოედანი Tbilisi Hills Golf & Residences-ში მდებარეობს. აქ თქვენ და თქვენს შვილებს პროფესიონალი ინსტრუქტორები დაგეხმარებიან თამაშის წესების სწავლაში და რაც მთავარია, მთელს დღეს გამწვანებულ გარემოში, სუფთა ჰაერზე გაატარებთ. გელოდებით, გვესტუმრეთ!

NS

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი