ავტორი:

"კაცის სიყვარულის არსი ეწინააღმდეგება ერთგულებას" - ფრიდრიხ ნიცშეს "ცრურწმენები სიყვარულის შესახებ"

"კაცის სიყვარულის არსი ეწინააღმდეგება ერთგულებას" - ფრიდრიხ ნიცშეს "ცრურწმენები სიყვარულის შესახებ"

ქალს და კაცს სხვადასხვაგვარად ესმით სიყვარული, სიყვარულის შესახებ სხვადასხვა ცრურწმენა აქვთ...

სიყვარულის ქალისეული გაგება საკმაოდ ნათელია: სრულყოფილი ერთგულება სულით და სხეულით, ყოველგვარი უკანდახევის, ყოველგვარი პირობების გარეშე. მისთვის საშინელება და სირცხვილია იმის გაფიქრებაც კი, რომ ერთგულება რაიმე პირობებთან იყოს კავშირში. სწორედ ამ პირობების არ არსებობით, მისი სიყვარული იგივდება რწმენასთან. ქალს სხვა რწმენა არ გააჩნია.

შეყვარებულ მამაკაცს ქალისგან სწორედ ეს სიყვარული უნდა და მისი სიყვარული დიამეტრალურად საპირისპიროა ქალური სიყვარულის გაგებისა. რომ დავუშვათ ისეთი მამაკაცების არსებობის შესაძლებლობა, რომელთათვისაც უცხო არ იქნება სწრაფვა სრულიად "მიეცნენ" ქალს - ეს მამაკაცური ბუნება არ იქნება.

ქალი, რომელსაც უყვარს, როგორც ქალს, ამისგან უფრო სრულყოფილი ქალი ხდება, კაცი კი, რომელსაც უყვარს როგორც ქალს, იქცევა მონად. ქალის მიერ საკუთარი უფლებების სრული უარყოფა მსგავსი პათოსის არარსებობას გულისხმობს მეორე მხრიდანაც, თუმცა ორივეს რომ სიყვარულის გამო საკუთარ თავზე ეთქვა უარი, არ ვიცი რა გამოვიდოდა აქედან, ალბათ ვაკუუმი. წაიკითხეთ სრულად