ავტორი:

„აზურა ბარი“ - მყუდრო გარემო დედაქალაქის ცენტრში, რომელიც თავს ქალაქგარეთ გაგრძნობინებთ

„აზურა ბარი“ - მყუდრო გარემო დედაქალაქის ცენტრში, რომელიც თავს ქალაქგარეთ გაგრძნობინებთ

მაშინ, როცა ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს, საცურაო აუზები კი გაგრილების მსურველებს ვეღარ იტევს, შეგიძლია, სიცხესა და ხმაურს სასტუმრო „ბილტმორ თბილისის“ „აზურა ბარში“ გაექცე.

„აზურა ბარი“ ქალაქის შუაგულში მდებარე სასტუმრო „ბილტმორ თბილისის“ სივრცეა, რომელმაც საზაფხულო სეზონი უკვე გახსნა და სტუმრებსაც იღებს. სივრცე მოიცავს აუზსა და კაფეს, სადაც უგემრიელესი კოქტეილები და ჯანსაღიკერძები მზადდება.

სეზონის გახსნა „ბილტმორ თბილისის“ ადმინისტრაცია კორპორაციულ მომხმარებლებთან და სხვადასხვა მოწვეულ სტუმართან ერთად აღნიშნა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ შადრევნებითა და მწვანე ნარგავებით მორთული ორსართულიანი ბარის ეზო, რომლის გვერდით, გასარუჯი სივრცე და დიდი აუზია მოწყობილი. სასტუმროს ადმინისტრაციამ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებისათვის სპეციალური პრიზებიც გაათამაშა.

„ბილტმორ თბილისის“ მარკეტინგისა და პიარის მენეჯერი, ნინო ჩეჩელაშვილი აღნიშნავს, რომ „აზურა ბარის“ კონცეფცია ცხელ ზაფხულში დედაქალაქის მცხოვრებთა საჭიროებებს მოიცავს.

„აზურა ბარი“ თბილისის ცენტრში არსებული სივრცეა, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს ზაფხულის ცხელ დღეებში თავი ქალაქიდან შორს იგრძნონ და სიგრილეში კოქტეილებით ისიამოვნონ. აღსანიშნავია, რომ ბარი მდებარეობს „ბილტმორ თბილისის“ აუზის გვერდით, რაც არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა იმისათვის რომ აქ მყოფმა სტუმრებმა ცურვისა და გარუჯვის პარალელურად ცივი კოქტეილებითა და უგემრიელესი კერძებითაც ისიამოვნონ. ეს არის მყუდრო, გამწვანებული სივრცე, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებულია ყველა იმ ადგილისგან, რომლებიც დედაქალაქში არის წარმოდგენილი“, - აღნიშნა მან.

მსგავსი სივრცეებისგან ყველა ჩვენგანი უმაღლესი ხარისხის მომსახურებას ითხოვს, რაც „ბილტმორ თბილისში“ სრულად არის გათვალისწინებული. ნინუცა ჩეჩელაშვილის თქმით, სწორედ ეს ხარისხი აძლევს „აზურა ბარს“ საშუალებას, სტუმრები არამხოლოდ სიცხისგან თავის დასაღწევად და დასასვენებლად მიიღოს, არამედ სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარების საშუალებაც მისცეს.

„აზურა ბარი“ არაჩვეულებრივი სივრცეა არამხოლოდ ჩვეულებრივი წვეულებებისთვის, არამედ მასშტაბური ქორწილისთვის, ხელის მოწერის ცერემონიალებისთვის, კორპორაციული ღონისძიებებისთვის და ა.შ. ის ძალიან მრავალფეროვანი და მრავალფუნცქციური სივრცეა“, - აღნიშნა ნინუცა ჩეჩელაშვილმა.

„ბილტმორ თბილისის“ გაყიდვების დირექტორი მარიამ ქუთათელაძე აღნიშნავს, რომ „აზურა ბარს“ სტუმრებისთვის სპეციალური საზაფხულო მენიუ აქვს, რომელიც ჯანსაღი კერძების დიდ არჩევანს მოიცავს.

„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ „აზურა ბარში“ ძალიან სასიამოვნო გარემოა. აქ ჩვენს სტუმრებს ბევრი საინტერესო სიუპრიზი ელოდებათ. გვაქვს სპეციალურად შემუშავებული მენიუ, რომელიც მოიცავს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო კერძებს. საკმაოდ მრავალფეროვანია სასმელებისა და კოქტეილების არჩევანიც“, - აღნიშნა მარიამ ქუთათელაძემ.

თბილისში ზაფხული უკვე დაიწყო, შესაბამისად, შეგიძლიათ, დედაქალაქის ცენტრში „აზურა ბარს“ ესტუმროთ და სასიამოვნო გარემოთი ისიმოვნოთ.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი