ავტორი:

მარშალის ყურსასმენები ზუმერში წონით იყიდება

მარშალის ყურსასმენები ზუმერში წონით იყიდება

“ოთხასი გრამი მარშალის ყურსასმენი ამიწონეთ, თუ შეიძლება!”, “ეს JBL-ის სპიკერები საცალოდ იყიდება თუ წონით?!” - ამ და სხვა მსგავს ფრაზებს თქვენ გარშემო, სავარაუდოდ, ნაკლებად მოისმენთ, თუკი “ზუმერის” რომელიმე ფილიალში არ აღმოჩნდებით. უჩვეულო ფასდაკლება მობილურის აქსესუარებზე “ზუმერში” დღეს დილიდან დაიწყო. მომხმარებელს ბრენდის ფილიალებში აქსესუართა ნაწილის შეძენა წონით შეუძლია, რაც ფასდაკლებას პირდაპირი მნიშვნელობით წონიანს ხდის.

“მიუხედავად იმისა, რომ ზუმერში თითქმის ყველანაირი აქსესუარის შეძენაა შესაძლებელი, ჩვენი ბრენდი ადამიანთა უმეტესობისათვის მაინც მხოლოდ მობილურ ტელეფონებთან ასოცირდება. ამიტომ, აქსესუართა სიმრავლისა თუ მრავალფეროვნების ხაზგასასმელად გადავწყვიტეთ მომხმარებლისათვის ისეთი შეთავაზება გაგვეკეთებინა, რომელიც ბევრად უფრო დასამახსოვრებელი იქნებოდა, ვიდრე ეს უბრალოდ - “გრანდიოზული ფასდაკლებაა”. როგორც იცით, ზუმერული ფასი უკვე თავისთავად ნიშნავს საუკეთესო ფასს მოცემულ მომენტში, ამიტომ ამჯერად უკვე შევეცადეთ, რომ ეს ფასი არამხოლოდ რიცხვებით, შინაარსობრივადაც ყოფილიყო გამორჩეული - აცხადებს ეთო მერებაშვილი, “ზუმერის” მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის